მომავალი თამაშისთვის გუნდის მზადების დროს ფრანკ რიბერიმ ფინტი "სომბრერო" შეასრულა, რაც კამერებმაც დააფიქსირა.
მიუნხენის "ბაიერნის" ჰავბეკმა მცველს ბურთი თავზე ოსტატური ფინტით გადაატარა, თითქოს წარმოსახვაში ქუდი მოხადა. ოფიციალურ მატჩებში მსგავსი "ფოკუსის" ნახვა ძალზე დიდი იშვიათობაა.