დიახ, ახლაც ასე იყო: "მარსელის" მხრიდან მარტო ანდე-პიერ ჟინიაკს უნდა შეესრულებინა ჰეთ თრიქი, მაგრამ ნიგერიელმა კარის დარაჯმა სასწაულები აკეთა და ჩემპიონატის უკვე ზედიზედ მე-11 თამაშია, მისი კარი აუღებელი ციხესიმაგრეა. 73-ე წუთზე სტუმრები ჯერ მატიო ვალბუენას (საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი წლეულს ვეღარ ითამაშებს) გარეშე დარჩნენ, 5 წუთში კი დიმიტრი პაიეც დაშავდა.
მიუხედავად ამისა, ელი
ცოტა ხნით ენიეამას დავუბრუნდეთ - მან უკვე აჯობა სალვატორე სირიგუს 950-წუთიან მშრალ სერიას, ნიგერიელს ბურთი 1 035 წუთია არ გაუშვია. რეკორდი "ბორდოს" ყოფილ მეკარეს, გაეტან იარუს ეკუთვნის, მას 1992-93 წლების სეზონში 1 176 წუთის განმავლობაში ვერ გაუტანეს. ასე რომ, მატჩ-ნახევარზე ოდნავ მეტიც და ახალი რეკორდი დამყარდება.
"სტად დე ლა ბუჟუარ ლუი ფონტენოზე" დიდი ამბები იყო. ცოტა მოსაწყენი პირველი ნახევრის შემდეგ 20 ათასზე მეტ გულშემატკივარს აღარ უნანია სტადიონზე მისვლა: "ვალანსიენი" მეორე ტაიმის დებიუტში დაწინაურდა, მაგარამ "ნანტმა" მალევე გაათანაბრა - თავი ამ სეზონში ბრწყინვალედ მოთამაშე ამერიკელმა ალრეხანდრო ბედოიამ გამოიჩინა.
72-ე წუთზე "იადონების" მთავარმა მეგოლე ფილიპ ჯორჯევიჩმა პენალტი კი გააცუდა (ნიკოლა პენეტომ აუღო), მაგრამ მიშელ დერ ზაქარიანის გუნდმა ენდშპილში მაინც დააშამათა მეტოქე - გამარჯვების გოლი შეცვლაზე შემოსულმა ვენესუელელმა ტალანტმა ფერნანდო არისტეგიეტამ გაიტანა.
აი, "ალიანს რივიერაზე" კი ყველაფერი მარტივად მოხდა: 23-ე წუთისთვის "მონაკოს" მატჩის ბედი გადაწყვეტილი ჰქონდა. ჯერ შესაშურ ფორმაში შესულმა ჯეიმს როდრიგესმა შეაგდო მას მერე, რაც ბურთი ანდრეა რაჯისგან მიუვიდა. მერე კი, უგოლო პაუზა დაარღვია ემანუელ რივიერმა, ამჯერად ასისტენტი რადამელ ფალკაოს არყოფნაში ძირითადში მოხვედრილი ანტონი მარტიალი იყო.
წერტილი სწორედ მარტიალის ნაცვლად შემოსულმა ლუკას ოკამპოსმა დასვა. ვნახოთ, დაესმება თუ არა წერტილი კლოდ პუელის მოღვაწეობას "ნიცაში" - ეს გუნდის მე-7 მარცხი იყო ბოლო 8 მატჩში.
XVI ტური
ლილი-მარსელი 1:0
გოლი: 1:0 რუ (90+1)
ლილი (4-3-3): ენიეამა - სიდიბე, კიაერი, ბაშა, სუარე - ბალმონი, მავუბა, გეიე - როდელენი (62. მარტენი), ს. კალუ (82. ორიჯი), რუ (90+3. ტულიო დე მელო)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - აბდალა, ნკულუ, დიავარა, მორელი - რომაო, შეირუ - ვალბუენა (73. იმბულა), ტოვენი (90. ჯ. აიუ), პაიე (78. ხელიფა)
- ჟინიაკი
ნანტი-ვალანსიენი 2:1
გოლები: 0:1 საესი (52), 1:1 ბედოია (59), 2:1 არისტეგიეტა (89)
ნიცა-მონაკო 0:3
გოლები: 0:1 ჯ. როდრიგესი (5), 0:2 რივიერი (23), 0:3 ოკამპოსი (89)
მონაკო (4-3-3): სუბაშიჩი - რაჯი, რ. კარვალიუ, აბიდალი, კურზავა - ობადი, ტულალან, მოუტინიო - ჯ. როდრიგესი (79. კონდოგბია), რივიერი (74. ჟერმენი), მარტიალი (68. ოკამპოსი)
აიაჩო-ბასტია 1:1
გოლები: 0:1 რასპენტინო (9), 1:1 ედუარდო (82)
გაძევება: ნადეუ (62. აიაჩო)
გენგამი-ბორდო 0:1
გოლი: 0:1 ფობერი (26)
გაძევება: ორბანი (54. ბორდო), ბოვიუ (90. გენგამი)
მონპელიე-ლორიანი 0:2
გოლები: 0:1 ბარტელმე (48), 0:2 აბუბაქარი (90-პენ.)
გაძევება: ილტონი (89. მონპელიე), ელ კაუტარი (90. მონპელიე)
რენი-სენტ ეტიენი 3:0
გოლები: 1:0 რომერო (33), 2:0 ალესანდრინი (55), 3:0 რომერო (68), 3:1 ერდინჩი (90)
სოშო-რეიმსი 0:2
გოლები: 0:1 გლომბარი (16), 0:2 ონიანგი (87)
ევიანი-პსჟ 2:0
გოლები: 1:0 ნსიკულუ (75), 2:0 სუგუ (87)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ჟალე, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, დინი - რაბიო (63. პასტორე), ბვერატი, მატუიდი - მენეზი (63. ლუკასი), კავანი, იბრაჰიმოვიჩი
5 დეკემბერი
ლიონი-ტულუზი 00:00
ბომბარდირები: 11 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 10 - ედინსონ კავანი (პსჟ); 9 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 8 - ფილიპ ჯორჯევიჩი (ნანტი), ვინსენტ აბუბაქარი (ლორიანი); 7 - ნელსონ ოლივეირა (რენი), შეიკ დიაბატე (ბორდო), დარიო ცვიტანიჩი (ნიცა), ემანუელ რივიერი (მონაკო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"