ლორან ბლანი: ჩვენთვის სახეში სილის გაწვნა სასარგებლო გამოდგა [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში "პარი სენ-ჟერმენმა" ქვა-ქვაზე არ დატოვა აუტსაიდერი "სოშოსგან" - 5:0.

დუბლი შეასრულა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, თითო გოლი გაიტანეს: ტიაგო სილვამ, ესეკილ ლავეციმ და ედინსონ კავანიმ.

ლორან ბლანის გუნდი 40 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

ლორან ბლანი (პსჟ): "ევიანთან" მარცხი ჩვენთვის ისეთი იყო, როგორც სახეში სილის გაწვნა. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ამან ჩვენზე კარგად იმოქმედა და გამოგვაფხიზლა. ბიჭებმა აჩვენეს, რომ ის მარცხი შემთხვევითობა იყო. მინდა ტიაგო მოტა გამოვყო, ყოველი შეტევა მისით იწყებოდა და მან ერთი შეცდომაც კი არ დაუშვა. ის დიდი
ფეხბურთელია, ნათელ მაგალითს აძლევს სხვებს და მოედანზე არასტანდარტულად მოქმედებს"
.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული