ლორან ბლანი: სტუმრად სამი გოლის გატანა იოლი არ არის [VIDEO]

AutoSharing Option
ფრანგული ლიგა 1-ის მე-18 ტურში "პარი სენ-ჟერმენმა" სტუმრად 3:1 დაამარცხა "რენი".

მე-19 წუთზე მცველის შეცდომით ტიაგო მოტამ ისარგებლა და შორი მანძილიდან შესანიშნავი გოლი გაიტანა.

52-ე წუთზე მასპინძლებმა სტუმართა შესანიშვანი კომბინაცია წესის დარღვევით შეაჩერეს და პენალტის ნიშნულიდან ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მორიგი გოლი გაიტანა.

67-ე წუთზე რომენ ალესანდრინიმ საჯარიმო დარტყმით ერთი გოლი გაქვითა.

მატჩის ბოლო გოლი ედინსონ კავანიმ ბოლო წუთზე გაიტანა, მან კონტრშეტევაზე იხეირა.

ლორან ბლანი (პსჟ): "ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დამსახურებული გამარჯვებაა. ჩემი ფეხბურთელები კარგად მოქმედებდნენ, როგორც ბურთით, ისე მის გარეშე.
ბოლო ბოლო სტუმრად სამი გოლი გავიტანეთ"
.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული