მბეი ნიანგი იჯარის წესით "მონპელიეში" გადადის

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელმა მბეი ნიანგმა დაადასტურა, რომ სეზონის მეორე ნაწილს "მონპელიეში" გაატარებს.

19 წლის ფეხბურთელი, რომლის კონტრაქტი "მილანთან" 2017 წლამდე იქნება, იჯარის წესით ფრანგულ გუნდში ითამაშებს.

"ძალიან ბედნიერი ვარ "მონპელიეში" გადასვლით. წინადადებები "მარსელიდან" და "ლიონიდანაც" მქონდა, მაგრამ მინდა "მონპელიეს" დავეხმარო.

არ ვარ დამწუხრებული იმის გამო, რომ 2012 წელს "როსონერიში" აღმოვჩნდი. ახლა "მილანში" დაბრუნების იმედი მაქვს",
- თქვა ნიანგმა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული