მან შანსი მისცა 16 წლის ალან სენტ-მაქსიმინს, პიერ-ივ პოლომას, ფლორენტინ პოგბას... რადგან სიტყვამ მოიტანა, აღვნიშნოთ, რომ ფლორენტინი და მატიასი ტყუპები არიან და პოლ პოგბას უფროსი ძმები გახლავთ. ისინი 23 წლისები არიან. ფლორენტინი, აგერ, "სენტ ეტიენშია", ხოლო მატიასი "ქრიუში" თამაშობს. ნაკრებად კი მათ ისტორიული სამშობლო გვინეა აირჩიეს.
მიუხედავად გადახალისებული შემადგენლობისა, ყველაფერი "მწვანეების"
თუმცა კანელებმა ეს რთული მონაკვეთი გადააგორეს და აქეთ გაიტანეს - 69-ე წუთზე მიკაელ დარნემ ძლიერი დარტყმით გაათანაბრა. აქედან 10 წუთში პოლომამ მეორე ყვითელი მიიღო და სტუმრები 10 კაცით დარჩნენ. საქმე დამატებით დრომდე მივიდა, სადაც მასპინძლებსაც გაუძევეს ფეხბურთელი, აბდელ ჟამაიმ ფაბიან ლემუანი მოცელა.
საჭირო გახდა "საფეხბურთო ლატარია". "მწვანეების" პირველი პენალტის გატანა კოადმა ითავა, მაგრამ მას ბევმა აუღო. პირველი თერთმეტმეტრიანი გააცუდეს მასპინძლებმაც.
შემდეგ კანელები კიდევ ერთხელ შეცდნენ, "სენტ ეტიენის" სათადარიგო მეკარემ, ჟესი მულენმა მეტოქის დარტყმული მოიგერია და ლემუანს რომ გაეტანა, სტუმრები შემდეგ ეტაპზე გადიოდნენ, მაგრამ... ლემუანმა ააცილა. ამას მოჰყვა ის, რომ ბევმა პენალტი აუღო მევლუთ ერდინგს და საბოლოოდ "კანი" გმირულად გავიდა შემეგ ეტაპზე, სადაც ასევე მეოთხელიგელ "პლაბენეკს" შეხვდება.
ოცდამეთორმეტედფინალიდან მსგავსი სენსაცია მხოლოდ ერთი შეგვიძლია გავიხსენოთ - "იზიორის" გამარჯვება "ლორიანთან". თუმცა ამ გუნდის მომავალი მეტოქე "ლიონია"...
კანი-სტ. ეტიენი 1:1 (4:3)
გოლები: 0:1 ბრანდაო (20), 1:1 დარნე (69)
გაძევება: პოლომა (78. სტ. ეტიენი), ჟამაი (112. კანი)
მეთექვსმეტედფინალი
21 იანვარი
აიაჩო-კაენი 21:00
ლანსი-ბასტია 21:30
ანჟერი-სოშო 22:00
ბულონი-რენი 22:00
სეტი-იურა სუდი 22:00
კრუა-ლილი 22:30
კონკარნო-გენგამი 22:30
სა ბასტია-ნიორი 23:00
მარსელი-ნიცა 00:00
22 იანვარი
მონ აზერგი-მონაკო 20:00
ილ რუსი-ბორდო 21:00
იზიორი-ლიონი 22:00
მულენი-ტულუზი 22:30
პსჟ-მონპელიე 23:55
23 იანვარი
ოსერი-დიჟონი 21:30
პლაბენეკი-კანი 00:00
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"