თუმცა ფრანგმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მოხდება.
"მარსელის" დატოვება? ეს ჩემთვის მომხიბვლელი ვარიანტია. არასდროს დამიმალავს, რომ ჩემი შესაძლებლობების შემოწმება საზღვარგარეთ მსურდა.
"მარსელში" თამაში მომწონს. ვამაყობ, რომ ამ გუნდის ფეხბურთელი ვარ, მაგრამ თავგადასავლების დრო დადგა.
ახლა ამაზე საუბარი ადრეა, რადგან უახლოეს თვეებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიქნები ორიენტირებული", - თქვა ვალბუენამ.
მომზადებულია Telefoot-ის მიხედვით