პსჟ-ის გეგმები: ბლანი, მესი, კავანი და მენეზი

AutoSharing Option
პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი ამბობს, რომ არც ედინსონ კავანი და არც გუნდის რომელიმე სხვა საკვანძო ფიგურა იანვარში პარიზულ კლუბს არ დატოვებს. თავად ბლანი კი პსჟ-სთან კონტრაქტის 2016 წლამდე გახანგრძლივებას აპირებს.

მხარეები ყველაფერზე შეთანხმებულან და ეს ამბავი, წესით, მალე ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს. მწვრთნელი თვეში 500 ათას ევროს მიიღებს.

თითქმის გადაწყვეტილია ჟერემი მენეზის წასვლა. ამ ფეხბურთელის შენახვა დედაქალაქელებს ძალიან ძვირი უჯდებათ და ეს თემა საფრანგეთში გადასახადებთან დაკავშირებით ძალაში შესული ახალი კანონის გამო კიდევ უფრო აქტუალურია.

თანაც, თავად მენეზსაც მეტი სათამაშო დრო
უნდა და მსურველებიც არ აკლია. მისი წაყვანა იანვარშივე სურთ, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ პსჟ მენეზს ზაფხულში გაუშვებს, სრულიად უფასოდ და შემტევ ნახევარმცველს თავად შეეძლება ახალი კლუბის არჩევა. მისდამი ინტერესს "ფიორენტინა", "იუვენტუსი", "ლიონი" და "სენტ ეტიენი" გამოხატავენ.

დაბოლოს, ფრანგული პრესა ისევ წერს, რომ "პარი სენ ჟერმენი" ჯიუტად აპირებს ლიონელ მესის შეძენას და სარეკორდო თანხის, 250 მილიონის გადახდას. სწორედ ეს თანხა შეადგენს არგენტინელის გამოსასყიდს, "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტის თანახმად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული