10:45 20-11-2014
საფრანგეთი-შვედეთის გამოხმაურება: "მამლების" თითქმის იდეალური წელი
AutoSharing Option
თუმცა "ველოდრომზე" გულშემატკივრები საგრძნობლად გადახალისებული შვედების კარში გოლს მატჩის მიწურულამდე ელოდნენ, რომელიც რაფაელ ვარანმა შეაგდო. ეს ეროვნულ ნაკრებში მისი პირველი ბურთია.
მატჩის მიწურულს ქარიმ ბენზემამ პენალტის გაცუდება მოასწრო.
დეშამმა 4-2-3-1-ით ითამაშა და "ლურჯები" ცუდად არ გამოიყურებოდნენ, მაგრამ მომენტების რეალიზაციაზე და დაცვაში უფრო ყურადღებით ყოფნაზე სამუშაო აქვთ. მარტო ანდრე-პიერ ჟინიაკს საშინაო პუბლიკის თვალწინ რამდენჯერმე შეეძლო გატანა, მაგრამ შანსები გაანიავა.
თუმცა, მთლიანობაში, უმეტესობა ფრანგების წელს დადებითად აფასებს და ყველა აღიარებს, რომ ამ ფორმაციის ნაკრებს სერიოზული რესურსი და პოტენციალი აქვს.
"ძალიან გამიხარდა, რომ ვარანმა ნავსი გატეხა და მოვიგეთ. ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ გატანას ვერაფრით ვახერხებდით. სასიხარულოა წლის მოგებით დასრულება, რომელიც დადებითად უნდა შეფასდეს.
2014 წელს ჩვენ 15 მატჩი ჩავატარეთ და მხოლოდ 1 წავაგეთ - მომავალ მსოფლიოს ჩემპიონთან.
ახალ ფეხბურთელებსა და ტაქტიკურ მონახაზებს ვცდით და ვამუშავებთ, ჩვენი მიზანი ნელ-ნელა მომატება და ევრო 2016-ისთვის ფორმის პიკში შესვლაა", - განაცხადა დეშამმა.
"ალბანეთთან არც ისე კარგად ჩატარებული მატჩის მერე გამარჯვება გვჭირდებოდა და მნიშვნელოვანია, რომ წელი მოგებით ჩავამთავრეთ. არაერთი მომენტი გვქონდა და უფრო დიდი სხვაობით გამარჯვებას ვიმსახურებდით.
მადლობა "ველოდრომს" მხურვალე ქომაგობისა და ჩინებული ატმოსფეროსთვის", - თქვა ჟინიაკმა.
გაახალგაზრდავების პროცესი მიდის შვედეთის ნაკრებშიც. ერიკ ჰამრენი თავის ნორჩ ფეხბურთელებს აქებდა:
"სინანულის მიზეზი ნამდვილად გვაქვს, დადებით შედეგთან ახლოს ვიყავით. ჩვენ ძალიან მაღალი დონის ნაკრები გვყავს, პოტენციალი გაგვაჩნია და ყველაფერი წინ გვაქვს. ახალგაზრდებით ძალიან კმაყოფილი ვარ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული