საფრანგეთი. ლიგა 1. XVIII ტური: ფავორიტების ფიასკო

AutoSharing Option
რასაკვირველია, იმით უნდა დავიწყოთ, რომ დამარცხდა "პარი სენ-ჟერმენი". ლორან ბლანის გუნდი მთელი თავისი ზლატან იბრაჰიმოვიჩებით და ედინსონ კავანებით, ანუ სრულიად საბრძოლო შემადგენლობითა და მძიმე არტილერიით დაეცა "გენგამთან" დუელში. მატჩის გმირად ჟერემი პიე იქცა, "ნიცადან" ნათხოვარმა შემტევმა სეზონში თავისი პირველი გოლი შეაგდო. პარიზელები თითქოს ცდილობდნენ, მაგრამ ვერაფერი მოახერხეს. პსჟ აქამდე უძლეველი გახლდათ, ახლა კი ორჯერ ზედიზედ დამარცხდა (ჯერ ლიგაზე, ახლა ჩემპიონატში).

"შეიძლება ბევრს ეფიქრა, რომ პსჟ-ის წაუგებელი სერია, ადრე თუ გვიან, უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ალბათ ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ ეს "გენგამთან"
მოხდებოდა. მიხარია, რომ ჩემი გუნდი მომზადებული გამოდგა. ძალიან ლამაზი გოლი გავიტანეთ და შემდეგ თავსაც მშვენივრად ვიცავდით" - განაცხადა ბრეტანელთა თავკაცმა ჟოსელინ გურვენეკმა.

ლორან ბლანი: "ჩემი გუნდით კმაყოფილი არ ვარ. განსაკუთრებით, პირველი ტაიმი არ მომეწონა. არაერთხელ გავაფრთხილეთ ფეხბურთელები, რომ "გენგამის" სტანდარტული მდგომარეობები შეიძლებოდა სახიფათო ყოფილიყო, მაგრამ ჩემს ფეხბურთელებს პირველივე ჯარიმისას ყველაფერი დაავიწყდათ...

ზოგადად, როდესაც კონცენტრირებული არ ხარ, წააგებ კიდეც. როგორც ჩანს, ბოლომდე და კარგად ვერ მოვემზადეთ ამ მატჩისთვის. ცოტა აგრესიაც გვაკლდა. მიუხედავად ამისა, მოგებაც შეგვეძლო და მატჩის ფრედ დასრულებაც, რაც ვერ მოვახერხეთ. ახლა მომავალი თამაშებისთვის მომზადებაა საჭირო".

პსჟ-ს გაუმართლა იმაში, რომ წააგო "მარსელმაც" და უპირატესობა ვერ გაზარდა. ლეონარდო ჟარდიმის "მონაკოს" პორტუგალიელი მწვრთნელის თანამემამულის, ბერნარდო სილვას ერთადერთმა გოლმა მოაგებინა "ლუი მეორეზე" ჩატარებულ დაძაბულ შეხვედრაში.

ალექსანდრ ლაკაზეტი უკვე დამაჯერებლად გალიდერდა ბომბარდირთა დავაში. მან დუბლი გაახერხა და "ლიონმა" შთამბეჭდავად მოუგო "კაენს" - 3:0. ახლა "ჟერლანის" ბინადრები პირველ ადგილს ოდენ 2, ხოლო მეორეს 1 ქულით ჩამორჩებიან.

ლიგა 1. XVIII ტური
ლიონი-კაენი 3:0
გოლები: 1:0 ლაკაზეტი (7-პენ.), 2:0 ლაკაზეტი (57), 3:0 ბენზია (62)

ნანტი-ბორდო 2:1
გოლები: 1:0 ვერეტო (23), 1:1 ჰანსენი (28-ს.კ-ში), 2:1 იუგი (66-ს.კ-ში)

ბასტია-რენი 2:0
გოლები: 1:0 ბუდებუზი (45), 2:0 კაუზაკი (81)
გაძევება: დიანე (26. რენი)

ლორიანი-მეცი 3:1
გოლები: 1:0 ჯ. აიუ (13), 2:0 რაფაელ გერეირო (37), 3:0 ჟანო (45), 3:1 ნ’გბაკოტო (46)

მონპელიე-ლანსი 3:3
გოლები: 1:0 სანსონი (1), 2:0 ბარიოსი (16), 2:1 ვალდივია (17), 2:2 გილამი (34), 3:2 მუნიე (63), 3:3 ტუზგარი (80)

რეიმსი-ევიანი 3:2
გოლები: 1:0 დიეგო (14), 1:1 ვასი (57), 1:2 კამბონი (69), 2:2 მანდი (78), 3:2 დიეგო (80)
გაძევება: კამბონი (78. ევიანი)

ნიცა-სტ. ეტიენი 0:0
გაძევება: დიომანდე (37. სტ. ეტიენი), კარლოს ედუარდო (37. ნიცა)

გენგამი-პსჟ 1:0
გოლი: 1:0 პიე (11)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუის, მაქსველი - ვერატი, ტიაგო მოტა (56. კაბაი), მატუიდი - კავანი, ლავეცი (63. ლუკასი), იბრაჰიმოვიჩი

ლილი-ტულუზი 3:0
გოლები: 1:0 სიდიბე (7), 2:0 რაიან მენდეში (50), 3:0 რუ (77)
გაძევება: სპანო (1. ტულუზი)

მონაკო-მარსელი 1:0
გოლი: 1:0 ბერნარდო სილვა (67)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ფაბინიო, ტულალანი, აბდენური, რაჯი - მოუტინიო, ბაკაიოკო - ფერეირა კარასკო, ბერნარდო სილვა (90+1. დიალო), დირარი (78. ოკამპოსი) - მარტიალი (82. ჟერმენი)

ბომბარდირები: 13 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 12 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 8 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), შეიკ დიაბატე (ბორდო), დანიელ ვასი (ევიანი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული