ფრანგმა ფეხბურთელმა, რომელმაც კიბო დაამარცხა, კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
"ოლიმპიაკოსის" მცველმა ერიკ აბიდალმა ფეხბურთელის კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა, - იტყობინება გამოცემა Get French Football-ი.

35 წლის ფრანგმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც საკუთარი გადაწყვეტილება გააჟღერა.

აბიდალის სამომავლო გეგმები, სავარაუდოდ, "ბარსელონას" უკავშირდება, სადაც ის ადრე თამაშობდა.

მოსალოდნელია, რომ აბიდალი ესპანურ კლუბში ფუნქციონერის თანამდებობას დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ კარიერის განმავლობაში აბიდალს "მონაკოში", "ლილში", "ლიონში", "ბარსელონასა" და "ოლიმპიაკოსში" უთამაშია. ის სამჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და სამჯერ მოიგო საფრანგეთის სუპერთასი.

გარდა ამისა, ფრანგი მცველი ოთხჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ორჯერ ესპანეთის თასის მფლობელი და სამჯერ ქვეყნის
სუპერთასის მფლობელი. ამასთან ერთად, აბიდალმა ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და საკლუბო ჩემპიონატი.

საფრანგეთის ნაკრებში აბიდალი მსოფლიოს 2006 წლის მუნდიალის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

აღსანიშნავია, რომ კარიერის განმავლობაში აბიდალი ღვიძლის კიბოთი იყო დაავადებული, თუმცა ამ დაავადების დამარცხება შეძლო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული