10:35 19-01-2015
საფრანგეთი. ლიგა 1. XXI ტური: ველოდრამა "ველოდრომზე" [VIDEO]
AutoSharing Option
პარაგვაელს ადაპტაცია ძალიან გაუჭირდა, რის გამოც ნიკოლენმა საჯაროდ გამოამზეურა ეს ისტორია და აღნიშნა, საუკუნის ტრანსფერი კი არა, ჯერჯერობით საუკუნის ძარცვააო.
თუ რას გულისხმობდა თავის მხრივ კურბისი და რას ელოდა იგი სამხრეთამერიკელი გოლეადორისგან, "მეცთან" შეხვედრაში გამოჩნდა, რომელიც ბარიოსმა პირადად მოიგო, მან ჰეთ-თრიქი შეასრულა, გასაჭირში მყოფი მეცელები გაძარცვა და თავისიანებს 3 გოლით 3 ქულა მოუტანა.
ლიდერმა "ლიონმა" ძალიან წყნარად და მშვიდად შეინარჩუნა ლიდერობა, რაშიც უბერ ფურნიეს ბიჭებს მეტოქეც დაეხმარა. "ლანსი" ავტოგოლით გამოირჩა, რასაც ალექსანდრ ლაკაზეტმა მორიგი გოლი დაამატა, ამჯერად პენალტით.
ტური ცოტა მოულოდნელი შედეგით დაიწყო. ველოდით, რომ ამბიციური "ბორდო", რომელიც ევროსაგზურისთვის იბრძვის, ბოლო პერიოდის უიღბლობებს "ნიცას" ძლევით დაუსვამდა წერტილს, მაგრამ ჟირონდელები უსუსურად გამოიყურებოდნენ და კლოდ პუელმა "შაბან დელმადან" 3 ქულა "მოიპარა".
პორტუგალიელმა უკანახაზელმა რაფაელ გერეირომ კიდევ ერთხელ იყოჩაღა თავდასხმაში და "ლორიანს" "ლილთან" მოაგებინა. მისი გოლი შეხვედრაში ერთადერთი გამოდგა.
ასევე პორტუგალიელმა ბერნანდო სილვამ ივარგა "ლუი მეორეზე" და "მონაკოს" "ნანტთან" უმძიმეს და პრინციპულ თამაშში მოაგებინა. ამ ფეხბურთელის "ბენფიკადან" თხოვება მონეგასკებს მხოლოდ ამ გოლად უღირდათ.
"კაენს" რაც აქამდე დაუგროვდა, ერთბაშად ამოიღო და ამოხეთქა "რეიმსთან" მატჩში და კაენელებმა გვიჩვენეს, რომ გუნდს შინაც შეუძლია შთამბეჭდავად თამაში და ქულების დაგროვება. ეს მოგება მათ ძალიან სჭირდებოდათ.
გასვლაზე არ წააგო "ბასტიამ". კორსიკელებისთვის თუნდაც ცუდ ფორმაში მყოფი "ტულუზის" წინააღმდეგ საგარეო ქულა აბსოლუტურად მისაღებია, თანაც ისინი სულაც იგებდნენ. ალენ კაზანოვას პრობლემებს კი დასასრული არ უჩანს.
"პარი სენ-ჟერმენმა" საკუთარი გულშემატკივარი კვლავაც ანერვიულა, როდესაც აუტსაიდერ ევიანთან ჯერ აგებდა, მერე კი წინგასულმა ანგარიში გაათანაბრებინა მეტოქეს, მაგრამ ბოლო 16 წუთში მაინც იძალა. ამ შეხვედრაში 6 გოლიდან 5 ლორან ბლანის ბიჭებმა გაიტანეს, მაგრამ მშვიდად მაინც ვერ იმარჯვეს. პარიზელებმა სამეულში ადგილი დაიბრუნეს, რადგან "სენტ ეტიენმა" გასვლაზე "რენს" ვერ მოუგო - 0:0.
"ველოდრომზე" კი ჩემპიონატში 5-მატჩიანი წაუგებელი სერიით თავმომწონე "გენგამის" წინააღმდეგობა "მარსელმა" ბოლოსღა დაძლია და "ლიონთან" ქულაში რჩება.
გარდამტეხი გოლი 84-ე წუთზე გაბონში დაბადებულმა 21 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა მარიო ლემინამ შეაგდო, ეს მისი სადებიუტო ბურთია ლიგა 1-ში, რასაც ანდრე-პიერ ჟინიაკმაც დაამატა, ვისაც 7 დეკემბრის მერე ვეღარ გაჰქონდა. ესეც გატეხილი ნავსი და მისი მე-13, თანაც საბოლოოდ სწორედ ეს გამოდგა გამარჯვების გოლი, რადგან ყველაზე სახალისო ის გახლავთ, რომ ამის მერე როდ ფანის წითელი ბარათიც მოესწრო და სტუმრების ერთი საპასუხო გოლიც (პენალტით).
მოკლედ, თუკი ვინმე სტადიონიდან 5-6 წუთით ადრე წავიდა, ჭკუას ისწავლიდა და ძალიან ინანებდა.
საფრანგეთი. ლიგა 1. XXI ტური
ბორდო-ნიცა 1:2
გოლები: 1:0 როლანი (33-პენ.), 1:1 ამავი (66), 1:2 პლეა (90)
ლანსი-ლიონი 0:2
გოლები: 0:1 გბამინი (21-ს.კ-ში), 0:2 ლაკაზეტი (26-პენ.)
კაენი-რეიმსი 4:1
გოლები: 1:0 რობერჟი (3-ს.კ-ში), 2:0 პრივატი (8), 2:1 შარბონიე (27-ს.კ-ში), 3:1 იაჰია (29), 4:1 კოიტა (76-პენ.)
ლორიანი-ლილი 1:0
გოლი: 1:0 გერეირო (59)
მეცი-მონპელიე 2:3
გოლები: 0:1 ბარიოსი (17-პენ.), 1:1 ნ’გაბაკო (20-პენ.), 2:1 ბუსმანი (38), 2:2 ბარიოსი (53), 2:3 ბარიოსი (69)
მონაკო-ნანტი 1:0
გოლი: 1:0 ბერნარდო სილვა (73)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ფაბინიო, უოლასი, რაჯი, კურზავა - მოუტინიო, დიალო - მარტიალი, ბერნანდო სილვა, ფერეირა კარასკო - ბერბატოვი
ტულუზი-ბასტია 1:1
გოლები: 0:1 აჰამადა (48-ს.კ-ში), 1:1 ბრეიტვეიტი (77)
პსჟ-ევიანი 4:2
გოლები: 0:1 ბარბოსა (14), 1:1 დავიდ ლუისი (30), 2:1 ვერატი (38), 2:2 ვან დერ ვილი (63), 3:2 პასტორე (74), 4:2 კავანი (89)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მაქსველი - ვერატი, ტიაგო მოტა, მატუიდი (69. კავანი) - ლუკასი (80. ლუკასი), პასტორე (85. რაბიო), იბრაჰიმოვიჩი
რენი-სტ. ეტიენი 0:0
მარსელი-გენგამი 2:1
გოლები: 1:0 ლემინა (84), 2:0 ჟინიაკი (89), 2:1 ბოვიუ (90-პენ.)
გაძევება: ფანი (90. მარსელი)
ბომბარდირები: 20 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 13 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 8 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), შეიკ დიაბატე (ბორდო), ედინსონ კავანი (პსჟ), დანიელ ვასი (ევიანი), ნაბილ ფეკირი (ლიონი)
მომდევნო ტური
23 იანვარი:
ნიცა-მარსელი
24 იანვარი:
ლილი-მონაკო, ბასტია-ბორდო, ევიანი-ტულუზი, გენგამი-ლორიანი, მონპელიე-ნანტი
25 იანვარი:
მარსელი-მეცი, რეისი-ლანსი, რენი-კაენი, სტ. ეტიენი-პსჟ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული