ლიგა 1. XXII ტური: "მარსელმა" გალიდერების შანსი ხელიდან გაუშვა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 1-ის XXII ტური 23 იანვარს ნიცაში გამართული მატჩით გაიხსნა, რომელშიც ადგილობრივმა გუნდმა "მარსელი" მიიღო და ანგარიშით 2:1 დაამარცხა მეტოქე.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვების შემთხვევაში მარსელელებს ჩემპიონატში გალიდერება შეეძლოთ, თუმცა მეორე ტაიმში ათკაციანი შემადგენლობით დარჩენილ მასპინძელთა გუნდს ვერ აჯობეს.

"ალიანც რივიერაზე" გამართულ შეხვედრაში მასპინძლები ანგარიშში მეორე ტაიმის დასაწყისში დაწინაურდნენ - 47-ე წუთზე რომენ ჟენევუამ გაიტანა. სულ მალე კი მეორე გაფრთხილებისთვის მსაჯმა "ნიცას" ფეხბურთელი კევინ გომისი გააძევა.

თუმცა ამით "მარსელმა" ვერ ისარგებლა. პირიქით, 73-ე წუთზე კლოდ პუელის შეგირდებმა უპირატესობა ორბურთიანი გახადეს
-  ზუსტი დარტყმით ნიკლას ჰულტი (73) გამოირჩა.

დარჩენილ დროში სტუმრება მხოლოდ ერთი ბურთი გაქვითეს - 77-ე წუთზე ფლორიან ტოვენმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში "მარსელი" 44 ქულით მეორე ადგილს იკავებს, "ნიცა" კი 31 ქულით მე-9 პოზიციაზეა. ტურის დანარჩენი შეხვედრები 24 და 25 იანვარს გაიმართება.

ლიგა 1. XXII ტური
24 იანვარი
ლილი-მონაკო 20:00
ბასტია-ბორდო 23:00
ევიანი-ტულუზი 23:00
გენგამი-ლორიანი 23:00
მონპელიე-ნანტი 23:00

25 იანვარი
ლიონი-მეცი 17:00
რეიმსი-ლანსი 20:00
რენი-კაენი 20:00
სტ. ეტიენი-პსჟ 00:00

ასევე იხილეთ:
საფრანგეთი. ლიგა 1. XXII ტურის წინ: ბრძოლა სამეულის და უფრო მეტისთვის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული