ლიგა 1. XXVI ტური: "პარი სენ-ჟერმენი" გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 თებერვალს ფრანგული ლიგა 1-ის 4 შეხვედრა გაიმართა - "ევიანისა" და "ლორიანის" დაპირისპირება დიდთოვლობის გამო, გადაიდო.

"პარი სენ-ჯერმენმა "ტულუზს" უმასპინძლა და 3:1 მოუგო. პირველ ტაიმში ანგარიში მას მერე გაიხსნა, რაც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ქუსლით დაუგორა ადრიენ რაბიუს და ახალგაზრდა ნახევარმცველმაც "ტულუზის" კარი დალაშქრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ხავიერ პასტორემ მარჯვენა ფრთაზე დიდებულად ითამაშა, საჯარიმოში ჩააწოდა და რაბიუმ დუბლი შეასრულა.

"ტულუზმა" მაინც გაიბრძოლა - ვესამ ბენ იედერმა თავურით ერთი გოლი გაქვითა. საბოლოო ანგარიში თავურით პარიზელთა კაპიტანმა ტიაგო სილვამ დააფიქსირა.

პსჟ-ტულუზი 3:1
გოლები: 1:0
რაბიუ (27), 2:0 რაბიუ (47), 2:1 ბენ იედერი (51), 3:1 სილვა (74)

ბასტია-ლილი 2:1
გოლები: 0:1 მენდესი (17), 1:1 სიო (22), 2:1 აიტე (40)

კაენი-ლანსი 4:1
გოლები: 1:0 ფერე (7-პენ), 2:0 სალა (35), 3:0 ბაზილი (36), 3:1 ელ ჯადეიაუი (45), 4:1 სალა (75)

ევიანი-ლორიანი
გადაიდო

რენი-ბორდო 1:1
გოლები: 1:0 ნტეპი (11), 1:1 ხაზრი (77-პენ)

1. პსჟ - 52 ქულა; 2. ლიონი - 51; 3. მარსელი - 49; 4. მონაკო - 43; 5. სენტ ეტიენი - 41.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული