28 თებერვალს ფრანგული ლიგა 1-ის 6 შეხვედრა გაიმართა.
ლიდერი "ლიონი" "ლილს" ესტუმრა და დამარცხდა - 1:2. არადა, თავიდან კორენტინ ტოლისოს გოლის წყალობით, სტუმართა გუნდი დაწინაურდა.
მეორე ტაიმის ხუთ-წუთიან მონაკვეთში "ლილმა" ორი გოლი გაიტანა. "ლიონი" ლიდერად რჩება, თუმცა მისი გასწრება "პარი სენ-ჟერმენს" შეუძლია, რომელიც 1-ელ მარტს "მონაკოს" სტუმრობს.
"სენტ ეტიენი" სტუმრად "ტულუზს" დაუზავდა - 1:1. "მწვანეებს" უკვე 7-მატჩია, არ მოუგიათ.
ლილი-ლიონი 2:1
გოლები: 0:1 ტოლისო (3), 1:1 გიე (56), 2:1 ლოპეში (60
ბორდო-რეიმსი 1:1
გოლები: 1:0 ტელინი (18), 1:1
ლანსი-რენი 0:1
გოლი: 0:1 დუკურე (36)
ლორიანი-ბასტია 2:0
გოლები: 1:0 ბელუგუ (16), 2:0 ბრუნო (86)
მეცი-ევიანი 1:2
გოლები: 0:1 კარასო (29 ს.კ.), 1:1 სარი (45), 1:2 სუნუ (73)
ტულუზი-სენტ ეტიენი 1:1
გოლები: 0:1 გრადელი (45-პენ), 1:1 აკპა აკპრო (88)
1. ლიონი - 54 ქულა; 2. პსჟ - 52; 3. მარსელი - 50; 4. სენტ ეტიენი - 43; 5. მონაკო - 43