ლიგა 1. XXVIII ტური: "მარსელმა" ტულუზაში არასაფეხბურთო ანგარიშით მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 მარტს საფრანგეთის ლიგა 1-ში XXVIII ტური ერთი მატჩით გაიხსნა, რომელშიც სატურნირო ცხრილის ერთერთმა ლიდერმა "მარსელმა" სტუმრად აუტსაიდერი "ტულუზა" არასაფეხბურთო ანგარიშით, 6:1 გაანადგურა.

ტულუზაში, "მუნისიპალზე" გამართულ შეხვედრაში, სტუმართა რიგებში დუბლი მიში ბატშუაიმ (მე-2, 44-ე წუთები ) შეასრულა, თითო გოლით კი ბატისტ ალო (6), ანდრე აიუ (78) და ანდრე-პიერ ჟინიაკი (89) გამოირჩნენ. ერთი ბურთი ჟაკ ფრანსუა მუბანჯემ საკუთარ კარში ჩაჭრა, მასპინძელთა პრესტიჟის გოლი კი ვისამ ბენ-იედერის დამსახურებაა.

ამ გამარჯვების შემდეგ "მარსელი" ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, 53 ქულით. ამდენივე ქულა
აქვს პსჟ-ს, რომელიც მესამე პოზიციაზეა და რეზერვში ერთი მატჩი აქვს, რომელსაც დღეს, 7 მარტს, პარიზში "ლანსთან" გამართავს.

ტურის დანარჩენი შეხვედრები 7 და 8 მარტს გაიმართება.

ლიგა 1. XXVIII ტურის წინ: კიდევ ჩაიმუხლებს ტრიო?

საფრანგეთი. ლიგა 1. XXVIII ტური
7 მარტი
პსჟ-ლანსი 20:00
ბასტია-ნიცა 23:00
კაენი-ბორდო 23:00
ევიანი-მონაკო 23:00
რეიმსი-ნანტი 23:00
რენი-მეცი 23:00

8 მარტი
სტ. ეტიენი-ლორიანი 17:00
გენგამი-ლილი 20:00
მონპელიე-ლიონი 00:00
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული