ლიგა 1. XXX ტური: "ლიონის" სენსაციური მარცხი

AutoSharing Option
21 მარტს ფრანგული ლიგა 1-ის 6 შეხვედრა გაიმართა.

"ლიონმა" ვერ დაიბრუნა პირველი ადგილი, რომელზეც პარასკევს პსჟ გადავიდა, რადგან შინ სენსაციურად, 1:2 დამარცხდა კლოდ პუელის "ნიცასთან".

სტუმრები კარლოს ედუარდომ დააწინაურა შესანიშნავი მაკრატელა-დარტყმით, მაგრამ 55-ე წუთზე სტუმართა კარშპი პენალტი დაინიშნა და "ნიცა" 10 კაცით დარჩა, მაქსიმ გონალონმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა.

მიუხედავად ამისა, ბოლოს ისევ "ნიცამ" იყოჩაღა, ეისერიკმა პენალტით გამარჯვება სტუმრებს მოუტანა.

ლიონი-ნიცა 1:2
გოლები: 0:1 ედუარდო (23), 1:1 გონალონი (56-პენ), 1:2 ეისერიკი (86-პენ)
გაძევება: პალუნი (53. ნიცა)

ბასტია-გენგამი 0:0

კაენი-მეცი 0:0

ევიანი-მონპელიე
1:0
გოლი: 1:0 ნსიკულუ (85)

რენი-ნანტი 0:0

ტულუზი-ბორდო 2:1
გოლები: 1:0 ბენ იედერი (18), 1:1 როლანი (28), 2:1 კანა-ბიიკი (61)
გაძევება: სანე (93. ნანტი)

1. პსჟ - 59 ქულა; 2. ლიონი - 58; 3. მარსელი - 54; 4. მონაკო - 50; 5. სენტ ეტიენი - 49
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული