"პარი სენ-ჟერმენს" ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელად ნეიმარი ესახება

AutoSharing Option
ფრანგული პრესის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენის" სამწვრთნელო შტაბი "ბარსელონას" თავდამსხმელის, ნეიმარის გადაბირებით ძალიანაა დაინტერესებული.

Le Parisien-ის ცნობილი ჟურნალისტის, ლორან პერინის თქმით, ფრანგულ კლუბში ბრაზილიელ ფეხბურთელს პსჟ-ის ამჟამინდელი ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის იდეალურ შემცვლელად განიხილავენ.

"ნეიმარი - პსჟ-ის ნომერ პირველი სამიზნეა, თუმცა, თუკი ლიონელ მესის შეძენის შესაძლებლობა გაჩნდება, რა თქმა უნდა, კლუბი მისი შეძენის მიზანშეწონილობაზე არცკი დაფიქრდება", - თქვა პერინმა.

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ არაერთგზის აღნიშნა, რომ კატალონიური კლუბი არც ბრაზილიელს შეელევა და არც - არგენტინელს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული