ლიგა 1. XXXI ტური: "ლიონი" პირველ ადგილზე გადავიდა

AutoSharing Option
4 აპრილს საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

"ლიონმა" სტუმრად შეძლო 10 კაცით მოთამაშე "გენგამის" დამარცხება - 3:1. აღსანიშნავია, რომ პენალტის ნიშნულიდან გოლის გატანა შეძლო ალექსანდრ ლაკაზეტმა.

"ლიონი" პირველ ადგილზე გადავიდა, თუმცა მისი გადასწრების შანსი "პარი სენ-ჟერმენს" აქვს, მაგრამ ამისთვის ლორან ბლანის გუნდმა კვირას ჩემპიონობისთვის მებრძოლი კიდევ ერთი გუნდი, "მარსელი" მისსავე მოედანზე "კლასიკში" უნდა დაამარცხოს.

აღსანიშნავია, რომ ტურში ჰეთ თრიკი შეასრულა "ვესტ ჰემიდან" "მეცში" განათხოვრებულმა მოდიბო მაიგამ.

გენგამი-ლიონი 1:3
გოლები: 0:1 ფეკირი (26), 0:2 ლაკაზეტი (39-პენ), 0:3 ნჯიე
(61), 1:3 ბუვე (80)
გაძევება: კერბატი (44. გენგამი)

ლილი-რეიმსი 3:1
გოლები: 1:0 კორჩია (18), 1:1 დე პრევილი (52), 2:1 ორიჯი (48), 3:1 რუ (72)
შენიშვნა: ორიჯიმ (ლილი) 35-ე წუთზე ვერ გაიტანა პენალტი

ლორიანი-რენი 0:3
გოლები: 0:1 მექსერი (17), 0:2 არმანი (44), 0:3 დუკური (50)

მეცი-ტულუზი 3:2
გოლები: 0:1 ბენ იედერი (22), 1:1 მაიგა (25), 2:1 მაიგა (42), 3:1 მაიგა (54), 3:2 ტ. დუმბია (90)
გაძევება: ტისერანი (59. ტულუზი)

მონპელიე-ბასტია 3:1
გოლები: 0:1 სიო (35), 1:1 ბარიოსი (69-პენ), 2:1 მუნიე (72-პენ), 3:1 სანსონი (91)

ნიცა-ევიანი 2:2
გოლები: 0:1 ნუნკეუ (18), 1:1 ბოზეტი (45), 2:1 ეისერიკი (68), 2:2 ტომასონი (78)
შენიშვნა: ვასმა (ევიანი) ვერ გაიტანა პენალტი (10)

1. ლიონი - 61 ქულა; 2. პსჟ - 59; 3. მარსელი - 57; 4. მონაკო - 54; 5. სენტ ეტიენი - 53.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული