საფრანგეთი. ლიგა 1. XXXI ტური: კლასიკის უნახავი კლასიკი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: მარსელი-პსჟ 2:3

კლასიკი იყო, კლასიკის უნახავს გაგხდიდაო - ამაზეა ნათქვამი. "ველოდრომზე" დიდი დრამა დატრიალდა, "პარი სენ-ჟერმენმა" "მარსელის" ცოდვაში ჩადგა ფეხი და ზედიზედ მეშვიდედ მოუგო.

არადა, მარსელო ბიელსას ბიჭები ორჯერ იგებდნენ, ორივეჯერ ანდრე-პიერ ჟინიაკმა შეაგდო და ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც გადაასწრო, მაგრამ რად გინდა... მეორე ტაიმის დებიუტში მასპინძელთა მცველების უყურადღებობა და პარიზელები წინ გავიდნენ. ანგარიში ლორან ბლანის გუნდმა ბოლომდე შეინახა და პირველი ადგილიც დაიბრუნა.

ზლატანმა პსჟ-ის მაისურით თავისი მე-100 გოლი ვერ გაიტანა 123-ე შეხვედრაში, რადგან ხან სტივ მანდანდამ აუღო, ხან უბრალოდ არ
გაუმართლა, მაგრამ ორ გოლში მაინც მიიღო მონაწილეობა.

პირველ ადგილზე კი "ლიონი" იყო გადასული, რომელმაც წინა დღით ადვილად მოუგო "გენგამს" - ალექსანდრ ლაკაზეტმა პენალტით შეაგდო და 24 გოლით ბომბარდირთა დავაში ლიდერობას ინარჩუნებს. გამოვიდა ისე, რომ ლიონელებმა პსჟ-ს ვერ გადაასწრეს, მაგრამ "მარსელთან" გაზარდეს სხვაობა 4 ქულამდე.

მარსელელთა ბედად ვერ მოიგო "მონაკომ", რომელიც "სენტ ეტიენს" დაუზავდა, მაგრამ თუ მონეგასკები ხვალ გადადებულ მატჩში აჯობებენ "მონპელიეს", ისინი უკვე გაუთანაბრდებიან მესამეადგილოსანს.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXXI ტური
მონაკო-სტ.ეტიენი 1:1
გოლები: 0:1 ერდინჩი (62), 1:1 მარტიალი (68)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ფაბინიო, უოლასი, რაჯი, კურზავა - ტულალანი, კონდოგბია (59. ბერნარდო სილვა) - მატეუში (66. მარტიალი), მოუტინიო, ფერეირა-კარასკო - ბერბატოვი (83. ჟერმენი)

გენგამი-ლიონი 1:3
გოლები: 0:1 ფეკირი (26), 0:2 ლაკაზეტი (39-პენ.), 0:3 ნ’ჟიე (61)
გაძევება: კერბრა (44. გენგამი)

ლილი-რეიმსი 3:1
გოლები: 1:0 კორშია (18), 2:0 ორიჯი (47), 2:1 დე პრევილი (52), 3:1 რუ (72)

ლორიანი-რენი 0:3
გოლები: 0:1 მეშერი (17), 0:2 არმანი (43), 0:3 დუკურე (50)

მეცი-ტულუზა 3:2
გოლები: 0:1 ბენ იედერი (22), 1:1 მაიგა (25), 2:1 მაიგა (42), 3:1 მაიგა (54), 3:2 დუმბია (90)
გაძევება: ტისერანი (60. ტულუზა)

მონპელიე-ბასტია 3:1
გოლები: 0:1 სიო (35), 1:1 ბარიოსი (69-პენ.). 2:1 მუნიე (72-პენ.), 3:1 სანსონი (90)

ნიცა-ევიანი 2:2
გოლები: 0:1 ნუნკიუ (18), 1:1 ბოსეტი (45), 2:1 ესერიკი (68), 2:2 გომისი (78-ს.კ-ში)

ბორდო-ლანსი 2:1
გოლები: 1:0 მარიანო (80), 1:1 შავარია (86), მორის-ბელაი (90+3)

ნანტი-კაენი 1:2
გოლები: 1:0 ბედოია (11), 1:1 სალა (80-პენ.), 1:2 ლემარი (90+2)

მარსელი-პსჟ 2:3
გოლები: 1:0 ჟინიაკი (30), 1:1 მატუიდი (35), 2:1 ჟინიაკი (43), 2:2 მარკინიოსი (49), 2:3 მორელი (51-ს.კ-ში)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - მარკინიოსი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი (34. ვან დერ ვილი), მაქსველი - ვერატი, მატუიდი, ტიაგო მოტა - პასტორე (82. რაბიო), კავანი (59. ლავეცი), იბრაჰიმოვიჩი

ბომბარდირები: 24 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 18 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 17 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 12 - კლაუდიო ბოვიუ (გენგამი), ნაბილ ფეკირი (ლიონი); 11 - დიეგო როლანი (ბორდო). ლუკას ბარიოსი (მონპელიე), ვისამ ბენ იედერი (ტულუზა); 10 - მაქს გრადელი (სენტ ეტიენი).

გადადებული მატჩი
7 აპრილი:
მონაკო-მონპელიე

მომდევნო ტური
10 აპრილი:
კაენი-მონაკო

11 აპრილი:
სტ. ეტიენი-ნანტი, ევიანი-ლილი, ლანსი-ლორიანი, რეიმსი-ნიცა, რენი-გენგამი, ტულუზი-მონპელიე, ბორდო-მარსელი

15 აპრილი:
ლიონი-ბასტია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული