ლიგა 1. XXXIII ტური: პსჟ-მ ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 აპრილს ფრანგული ლიგა 1-ის 33-ე ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

დისკვალიფიცირებული ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე მოთამაშე "პარი სენ-ჟერმენმა" სტუმრად 3:1 დაამარცხა "ნიცა" და წინა დღით დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა.

ამ თამაშში დუბლი შეასრულა არგენტინელმა ხავიერ პასტორემ. პასტორეს გოლებს შორის მატიო ბოდმერმა გაათანაბრა. ანგარიშს წერტილი ედინსონ კავანიმ დაუსვა 11-მეტრიანი დარტყმით.

"მონაკომ" შინ მხოლოდ ფრე ითამაშა "რენთან" - 1:1. მასპინძლები ბერნარდ სილვამ დააწინაურა, მაგრამ მატჩის მიწურულს აბიბ აბიბუმ "რენს" ქულა მოუტანა.

ნიცა-პსჟ 1:3
გოლები: 0:1 პასტორე (40), 1:1 ბოდმერი (45), 1:2 პასტორე (63), 1:3
კავანი (69-პენ)

ბასტია-რეიმსი 1:2
გოლები: 0:1 ნგოგი (5), 0:2 მანდი (45), 1:2 სიო (47)

გენგამი-ევიანი 1:1
გოლები: 1:0 ბოვე (45), 1:1 ბლანდი (50)

ლორიანი-ტულუზი 0:1
გოლი: 0:1 ბრაიტვაიტი (28)
გაძევება: მუბანჯე (86. ტულუზი)

მეცი-ლანსი 3:1
გოლები: 1:0 მალუდა (13), 2:0 სარი (57-პენ), 3:0 მაიგა (80), 3:1 მადიანი (89)

მონაკო-რენი 1:1
გოლები: 1:0 ბ. სილვა (28), 1:1 აბიბუ (87)

1. პსჟ - 65 ქულა; 2. ლიონი - 64; 3. მონაკო - 59; 4. მარსელი - 57; 5. სენტ ეტიენი - 56.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული