ბუნდესლიგა. XXXI ტური: შემდეგ ტურში მთავარი მატჩია [VIDEO]

AutoSharing Option
* "გლადბახის" მწვრთნელმა ლუსიენ ფავრმა ბუნდესლიგაში მე-100 მატჩი მოიგო.

* ივან პერიშიჩის გოლის შემდეგ "ვოლფსბურგს" ამ სეზონში ოფიციალურ მატჩებში 100 გოლი დაუგროვდა.

* "ვოლფსბურგი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც შინ არ წაუგია. ეს სერია 21 მატჩია გრძელდება, რაც ახალი საკლუბო რეკორდია.

* კევინ დე ბრუინმა სეზონში მე-18 შედეგიანი პასი შეასრულა და ბუნდესლიგის რეკორდი გაიმეორა, რომელიც ასევე ვოლფსბურგელ მიშიმოვიჩს ეკუთვნოდა (2008-09 წლების სეზონი).

* ბას დოსტმა 877-წუთიანი პაუზის შემდეგ გაიტანა და 12 გოლით 2015 წლის საუკეთესო ბომბარდირია.

ბუნდესლიგაში კულმინაციას აღწევს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად
და მესამე ადგილისთვის ბრძოლა. "ლევერკუზენსა" და "გლადბახს" წაგება დაავიწყდათ და როგორც ჩანს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურის ბედს მომავალ ტურში ამ გუნდების დაპირისპირება გადაწყვეტს...

"ლევერკუზენი" ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და მიუხედავად იმისა, რომ სახელის მიხედვით, ურთულესი მეტოქე ჰყავდა, თავისუფლად შეეძლო მოგებაზე ეფიქრა. ბუნდესლიგაში გაჩემპიონებისა და გერმანიის თასიდან გამოვარდნის შემდეგ "ბაიერნს" ერთადერთი მოტივაცია დარჩა - რაც შეიძლება ნაკლები ტრავმირებული "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ.

"ლევერკუზენთან" მატჩში ხოსეპ გვარდიოლამ ძირითადში ათამაშა ხავი მარტინესი, ვაიზერი, გაუდინო და პისარო. გარდა ამისა, დებიუტი ჰქონდა ბუნდესლიგაში ნახევარმცველ რიკო შტრაიდერს.

პირველ ტაიმში უფრო ხშირად ბურთს "ბაიერნი" აკონტროლებდა, მაგრამ უჭირდა ჩემპიონის დაცვის გარღვევა. სტუმრების რიგებში შესანიშნავად გამოიყურებოდა მარიო გიოტცე, რომელიც ერთხელ ერთი-ერთზე გაიქცა მეკარესთან, ზუსტადაც დაარტყა, მაგრამ იედვაიმ ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი.

მეორე ტაიმის დასაწყისში "ლევერკუზენმა" სწრაფი გოლის გატანა სცადა და ეს გამოუვიდა. ჰაქან ჩალჰანოგლუმ 25 მეტრიდან სეზონში მეხუთე საჯარიმო გაიტანა. საინტერესოა, რომ მანუელ ნოიერმა 2010 წლის (!) შემდეგ პირველად გაუშვა გოლი ჯარიმიდან, ანუ პირველად, რაც "ბაიერნის" რიგებში გადავიდა.

"ბაიერნი" კონტრშეტევებზე თამაშს ამჯობინებდა, თუმცა ამას თითქმის არანაირი ხიფათი არ მოჰქონდა მაპინძლებისთვის. ყველაზე პერსპექტიული მომენტი ისევ გიოტცეს ჰქონდა, მაგრამ ნახევარმცველს ლენომ აჯობა. გვარდიოლამ ძალიან სწრაფად გამოიყენა სამი ცვლილება: თამაშის საშუალება მისცა გამოჯანმრთელებულ ბენატიას, გამოიყვანა ალკანტარა და ბუნდესლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარებინა ლუკას გიორტლერს. "ლევერკუზენის" რიგებში გამოჩნდა იულიან ბრანდტი და სწორედ მან გაიტანა მეორე გოლი, როცა საჯარიმოს ხაზიდან ძლიერად დაარტყა - 2:0. ახალგაზრდა შემტევმა სეზონში მეოთხე გოლით აღნიშნა მე-19 დაბადების დღე.

"ფარმაცევტები" 10 ტურია არ მარცხდებიან (8 მოგება და 2 წაგება), თან სეზონში მე-15 "მშრალი" მატჩი ჩაატარეს, რაც ახალი საკლუბო რეკორდია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კიდევ უფრო გრძელი - 11-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს "გლადბახს", რომელიც 33 ქულით მეორე წრის საუკეთესო გუნდია. ლუსიენ ფავრის გუნდს გაუჭირდა სტუმრად ბერლინში მოგება. 85-ე წუთამდე ანგარიში თანაბარი იყო და სწორედ აქ გაითამაშეს საგოლე კომბინაცია შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა - აზარის პასით ტრაორემ გაიტანა და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა თავის გუნდს. ექსშტუტგარტელ ტრაორეს 22 მატჩი დასჭირდა იმისთვის, რომ "ბორუსიის" რიგებში თავისი პირველი გოლი გაეტანა.

მოკლედ, ველოდებით მომდევნო ტურში მატჩს "ბორუსია-პარკზე", რომელმაც ბევრი რამ უნდა გადაწყვიტოს მესამე ადგილისთვის ბრძოლაში.

* * *
გასავარდნ ზონაში კვლავაც დიდი სიმჭიდროვე და არეულობაა. კარგი განწყობაა "ჰამბურგის" ბანაკში. ბრუნო ლაბადიას მისვლამ ეს გუნდი აშკარად გამოაცოცხლა, ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და თებერვლის შემდეგ დაბრუნდა მე-14 ადგილზე. რაც მთავარია, "ჰამბურგმა" გოლების გატანა დაიწყო: ბოლო ორ შეხვედრაში 5 ბურთი შეაგდო - ერთით მეტი, ვიდრე წინა 10 მატჩში!

ახალი მწვრთნელის, მიხაელ ფრონცეკის ხელმძღვანელობით, "ჰანოვერმა" ისევ ვერ მოიგო და 15-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. შესაძლოა, სტუმრად "ვოლფსბურგთან" 0:2-დან 2:2-ის მიღწევა წარმატებაა, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდი უკვე გასავარდნ ზონაში დაეშვა.

ბოლო ადგილს ვერ დააღწია თავი "შტუტგარტმა", არადა, სტუმრად "შალკესთან" 78 წუთამდე იგებდა. "შვაბებისთვის" საუბედუროდ, სწორედ ამ მატჩში შეწყვიტა 1196-წუთიანი უგოლო სერია ჰუნტელაარმა და კარიერაში მე-14 დუბლი შეასრულა. ჰოლანდიელმა გაათანაბრა ანგარიში, ბოლოს კი "შტუტგარტი" დააღალატა კლაინმა, რომელმაც 89-ე წუთზე საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. ამით "შალკემ" შეწყვიტა 6-მატჩიანი მოუგებელი სერია.

უშუალო კონკურენტები ხვდებოდნენ ერთმანეთს ფრაიბურგში და "პადერბორნმა" დაამტკიცა, რომ მისი ბოლოდროინდელი პროგრესი შემთხვევითი არ ყოფილა. დებიუტანტმა ბოლო ოთხ მატჩში ორჯერ მოიგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, რითაც თავი დააღწია გასავარდნ ზონას, მაგრამ ჯერ უხიფათოდ თავს ვერ გრძნობს.

დარჩენილ სამ ტურში ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი, შესაბამისად, საინტერესოა აუტსაიდერთა კალენდრის გახსენება:

ჰამბურგი
ჰამბურგი-ფრაიბურგი
შტუტგარტი-ჰამბურგი
ჰამბურგი-შალკე

პადერბორნი
პადერბორნი-ვოლფსბურგი
შალკე-პადერბორნი
პადერბორნი-შტუტგარტი

ფრაიბურგი
ჰამბურგი-ფრაიბურგი
ფრაიბურგი-ბაიერნი
ჰანოვერი-ფრაიბურგი

ჰანოვერი
ჰანოვერი-ვერდერი
აუგსბურგი-ჰანოვერი
ჰანოვერი-ფრაიბურგი

შტუტგარტი
შტუტგარტი-მაინცი
შტუტგარტი-ჰამბურგი
პადერბორნი-შტუტგარტი

გერმანია. ბუნდესლიგა. XXXI ტური
2 მაისი
შალკე-შტუტგარტი 3:2
გოლები: 1:0 ჰუნტელაარი (9), 1:1 ჰარნიკი (22), 1:2 კოსტიჩი (51), 2:2 ჰუნტელაარი (78), 3:2 კლაინი (89-საკ. კარში)
შალკე: ფერმანი, ჰიოვედესი, მატიპი, ნასტასიჩი, აოგო, გორეტცკა (72. მაიერი), ნოიშტედტერი, ფარფანი (57. დრაქსლერი), ჩუპო-მოტინგი (63. კ-პ. ბოატენგი), ლ. სანე, ჰუნტელაარი.
შტუტგარტი: ულრაიხი, შვააბი, ბაუმგარტლი, ნიდერმაიერი, კლაინი, სერეი დიე, გენტნერი, ჰარნიკი (89. ორიოლ რომეუ), მაქსიმი (69. დიდავი), კოსტიჩი (79. ტიმო ვერნერი), გინჩეკი.
გაფრთხილება: ჰუნტელაარი
კუთხური: 5-4 ჯარიმა: 14-14 თამაშგარე: 2-3 კარში დარტყმა: 20(6)-15(7) ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 61 973

ვოლფსბურგი-ჰანოვერი 2:2
გოლები: 1:0 დოსტი (24), 2:0 პერიშიჩი (45), 2:1 ბრიანი (47), 2:2 ს. სანე (58)
ვოლფსბურგი: ბენალიო, ვიეირინია, ნალდო, კლოზე, როდრიგესი, ლუიშ გუსტავო, არნოლდი (83. ტრეში), პერიშიჩი, დე ბრუინი, შიურლე (69. კალიჯური), დოსტი (83. ბენდტნერი).
ჰანოვერი: ცილერი, შმიდებახი, მარსელო, შულცი (80. ფელიპე), ალბორნოსი, ანდრეასენი (46. ქარამანი), ს. სანე, ჰ. საკაი, კიიოტაკე, პრიბი, ხოსელუ (46. ბრიანი).
გაფრთხილება: ვიეირინია - პრიბი
კუთხური: 5-5 ჯარიმა: 7-15 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 20(4)-15(9) ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 29 514

აუგსბურგი-კიოლნი 0:0
აუგსბურგი: ჰიტცი, ვერჰაეგი, ჰონგი, კლავანი, ბაბა, ბაიერი, ესვაინი (82. მატავჟი), ფოილნერი (68. ჟი), ჰალილი ალთინთოფი (58. ჰოიბერგი), ტობიას ვერნერი, ბობადილია.
კიოლნი: ჰორნი, ბრეჩკო (70. ნაგასავა), მაროჰი, ვიმერი, ჰექტორი, ლემანი, ფოგტი, რისე, გერჰარდტი (77. შვენტო), უჯა (56. მავრაი), ოსაკო.
კუთხური: 8-5 ჯარიმა: 9-15 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 16(3)-6(1) ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 29 158

ჰოფენჰაიმი-დორტმუნდი 1:1
გოლები: 1:0 ფოლანდი (33), 1:1 ჰუმელსი (35)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, აბრაჰამი (81. კიმი), ბიჩაკჩიჩი, ტოლიანი, შვეგლერი (90+1. სალიჰოვიჩი), პოლანსკი, ფოლანდი, რობერტო ფირმინო, მოდესტე (75. შიპლოკი), შალაი.
დორტმუნდი: ლანგერაკი, დურმი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, გიუნდოგანი, კელი, ბლაშჩიკოვსკი (41. კამპლი), კაგავა (74. იმობილე), მხითარიანი, ობამეიანგი.
გაფრთხილება: რობერტო ფირმინო - კელი, კამპლი, დურმი
კუთხური: 8-5 ჯარიმა: 14-19 თამაშგარე: 4-6 კარში დარტყმა: 15(4)-11(3) ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 30 150
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვერდერი-აინტრახტი 1:0
გოლი: 1:0 ზელკე (66)
ვერდერი: კასტელსი, გერბესელასიე, პრიოდლი, ლუკიმია, შტერნბერგი, ფრიტცი, ჰაიროვიჩი (60. იოზთუნალი), იუნუზოვიჩი (90. ფრიოდე), ბარგფრედე, დი სანტო, ზელკე (81. მაკიადი).
აინტრახტი: ტრაპი, იგნიოვსკი, რუსი, ანდერსონი, ოშჩიპკა, ჰასებე, მედოიევიჩი (71. ვალდშმიდტი), შტენდერა, კიტელი (20. ინუი), სეფეროვიჩი, ვალდესი.
გაფრთხილება: ლუკიმია, შტერნბერგი - შტენდერა, ინუი
კუთხური: 10-5 ჯარიმა: 18-14 თამაშგარე: 6-2 კარში დარტყმა: 16(8)-14(5) ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 42 100

ფრაიბურგი-პადერბორნი 1:2
გოლები: 1:0 პეტერსენი (40), 1:1 რუპი (70), 1:2 რუპი (80)
ფრაიბურგი: ბიურკი, რიტერი, კრმაში, ჰიოფლერი, ზორგი (46. გიუნტერი), შუსტერი, დარიდა, შმიდი, მეჰმედი, პეტერსენი (71. კლაუსი), ფრანცი (34. ფილიპი).
პადერბორნი: ლ. კრუზე, ვუჩინოვიჩი (77. ზაგლიკი), რაფა ლოპესი (64. რუპი), ჰიუნემაიერი, ბრიუკნერი, ბაკალორცი, ციგლერი, ქოჩი (46. ვემერი), შტოპელკამპი, კაჩუნგა, ლაკიჩი.
გაფრთხილება: შუსტერი - ბრიუკნერი, კაჩუნგა, ციგლერი
კუთხური: 8-6 ჯარიმა: 10-13 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 15(5)-14(6) ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 24 000

ლევერკუზენი-ბაიერნი 2:0
გოლები: 1:0 ჩალჰანოგლუ (55), 2:0 ბრანდტი (81)
ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, იედვაი, თოფრაქი, ვენდელი, რაინარტცი, როლფესი, ბელარაბი (90. იურჩენკო), ჩალჰანოგლუ (75. ბრანდტი), სონი, კისლინგი (75. დრმიჩი).
ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ხავი მარტინესი (62. ბენატია), დანტე, შტრიდერი, ლამი (64. ტიაგო ალკანტარა), გაუდინო, შვაინშტაიგერი, ვაიზერი, გიოტცე, პისარო (72. გიორტლერი).
გაფრთხილება: - რაფინია, დანტე, შვანიშტაიგერი, ვაიზერი
კუთხური: 12-4 ჯარიმა: 25-13 თამაშგარე: 4-0 კარში დარტყმა: 20(8)-9(5) ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 30 210

3 მაისი
მაინცი-ჰამბურგი 1:2
გოლები: 0:1 ბაუმგარტლინგერი (37-ს. კ.), 1:1მალი (76), 1:2 კაჩარი (87)
მაინცი: კარიუსი, ბროსინსკი, ბუნგერტი, ბელი, ბენგტსონი, გაისი, ბაუმგარტლინგერი (82. ალაგუი), ხაირო, სოტო (32. მალი), კოო (71. დე ბლასისი), ოკაზაკი.
ჰამბურგი: ადლერი, ვესტერმანი, ჯურუ, რაიკოვიჩი, ოშტრჩოლეკი, კაჩარი, ვან დერ ვაარტი, ნ. მიულერი (39. იანსენი), ილიჩევიჩი (77. შტიბერი), ლასოგა, ოლიჩი (84. რუდნევსი).
გაძევება: ბროსინსკი (მაინცი)
გაფრთხილება: ბუნგერტი, ბაუმგარტლინგერი, დე ბლასისი, ალაგუი - ოლიჩი, კაჩარი
კუთხური: 8-2 ჯარიმა: 12-12 თამაშგარე: 0-1 კარში დარტყმა: 9(5)-13(5) ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 34 000

ჰერტა-გლადბახი 1:2
გოლები: 0:1 კრუზე (11), 1:1 შტოკერი (13), 1:2 ტრაორე (85)
ჰერტა: კრაფტი, პეკარიკი, ლანგკამპი, ბრუქსი, პლატენჰარდტი, სკიელბრედი, ლუშტენბერგერი (71. ნიმაიერი), ნდიენგი (76. ბენ ჰატირა), ჰარაგუჩი, შტოკერი (82. რონი), კალუ.
გლადბახი: ზომერი, კორბი, ბროუერსი, იანტჩკე, ვენდტი, ჯაკა, კრამერი, ჰერმანი (73. ტრაორე), ჯონსონი (79. აზარი), რაფაელი (90. ნორდტვეიტი), კრუზე.
გაფრთხილება: სკიელბრედი, კალუ - კორბი, ჯაკა, ჰერმანი
კუთხური: 3-3 ჯარიმა: 14-10 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 10(3)-18(7) ბურთის ფლობა: 31%-69%
მაყურებელი: 56 881

ბომბარდირები: 19 - ალექს მაიერი (აინტრახტი); 17 - არიენ რობენი (ბაიერნი); 16 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 14 - ბას დოსტი (ვოლფსბურგი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 13 - ფრანკო დი სანტო (ვერდერი), თომას მიულერი (ბაიერნი).

მომდევნო ტური
8 მაისი:
ჰამბურგი-ფრაიბურგი

9 მაისი:
ბაიერნი-აუგსბურგი, დორტმუნდი-ჰერტა, გლადბახი-ლევერკუზენი, ჰანოვერი-ვერდერი, აინტრახტი-ჰოფენჰაიმი, შტუტგარტი-მაინცი

10 მაისი:
პადერბორნი-ვოლფსბურგი, კიოლნი-შალკე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული