ლიგა 1. XXXVII ტური: "პარი სენ-ჟერმენი" საფრანგეთის ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: მონპელიე-პსჟ 1:2

16 მაისს საფრანგეთის ლიგა 1-ის 37-ე ტურის ყველა მატჩი ერთდროულად გაიმართა.

პსჟ-ს მხოლოდ 1 ქულა აშორებდა ჩემპიონობის გაფორმებასთან, პარიზულმა კლუბმა კი სტუმრად 2:1 დაამარცხა "მონპელიე". გოლები ბლეზ მატუიდიმ და ესეკიელ ლავეციმ გაიტანეს.

"პარი სენ-ჟერმენი" ერთი ტურით ადრე გახდა საფრანგეთის ჩემპიონი. ეს ამ გუნდის ზედიზედ მესამე ჩემპიონობაა. სულ კი ისტორიაში პსჟ მეხუთედ გახდა ჩემპიონი.

პსჟ-ს თითოეული ფეხბურთელი ჩემპიონობისთვის ბონუსად 400 ათას ევროს მიიღებს.

სხვა მატჩების შემდეგ გაირკვა, კიდევ ერთი გუნდის ვინაობა, რომელიც ლიგა 1-ის დატოვებს, ეს "სენტ ეტიენთან"
დამარცხებული "ევიანია".

ბასტია-კაენი 1:1
გოლები: 0:1 პრივატი (10), 1:1 აიტე (12)

ევიანი-სენტ ეტიენი 1:2
გოლები: 0:1 გრადელი (12), 1:1 დუამელი (42), 1:2 გრადელი (82-პენ)
გაძევება: აბდალა (ევიანი) - 94

გენგამი-ტულუზი 2:1
გოლები: 1:0 მანდანე (5), 1:1 ბენ იედერი (26-პენ), 2:1 ბოვიუ (49)
გაძევება: კერბატი (60. გენგამი)

ლილი-მარსელი 0:4
გოლები: 0:1 ჟინიაკი (2), 0:2 ფანი (26), 0:3 ალესანდრინი (70), 0:4 ა. აიუ (76)

ლიონი-ბორდო 1:1
გოლები: 0:1 კრიველი (3), 1:1 ფეკირი (9)

მონაკო-მეცი 2:0
გოლები: 1:0 ბ. სილვა (45), 2:0 ჟერმენი (88)

მონპელიე-პსჟ 1:2
გოლები: 0:1 მატუიდი (17), 0:2 ლავეცი (25), 1:2 მუნიე (40)

ნანტი-ლორიანი 1:1
გოლები: 0:1 ჯილობოჯი (4 ს. კ.), 1:1 ოდელი (6)

ნიცა-ლანსი 2:1
გოლები: 0:1 ტუზგარი (14), 1:1 ამავი (30), 2:1 დიგარი (77)

რეიმსი-რენი 1:0
გოლი: 1:0 შარბონიე (59-პენ)

1. პსჟ - 80 ქულა; 2. ლიონი - 72; 3. მონაკო - 68; 4. მარსელი - 66; 5. სენტ ეტიენი - 66.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული