აღსანიშნავია, რომ "ლიონის" ფეხბურთელმა გამოკითხვაში პსჟ-ის ფეხბურთელებს - ზლატან იბრაჰიმოვიჩს, ხავიერ პასტორესა და მარკო ვერატის აჯობა.
"ეს დიდი პატივია ჩემთვის. ყოველთვის მინდოდა, ასეთი ჯილდო მომეგო. ამ სეზონში "ლიონისა" და მთელი ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში შევედი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ხმა მომცა. მადლობა ჩემს პარტნიორებს, პერსონალს, ჩვენს პრეზიდენტს, ყველა მწვრთნელს, ვინც მუშაობდა ჩემთან და ჩემს ოჯახს", - თქვა ლაკაზეტმა L’Equipe-თან საუბარში.
მიმდინარე სეზონში ლაკაზეტმა 27 გოლი გაიტანა და პრაქტიკულად, ლიგა