"ჩვენთვის სეზონი ბრწყინვალედ დასრულდა - საფრანგეთის თასის მოგებით. ეს ძალიან გვინდოდა. მართალია, ამ ტურნირის მოგება და უშუალოდ ფინალში გამარჯვება ადვილი არ იყო, მაგრამ ეს შევძელით. "ოსერმა" ღირსეულად ითამაშა, ამ გუნდის წინაშე ქედს ვიხრი. თუმცა, საბოლოოდ, მთავარი
დედაქალაქელთა პრეზიდენტს, ნასერ ალ-ხელაიფის შორსმიმავალი გეგმები რომ აქვს, ეს არახალია და ამაზე არაერთხელ უსაუბრია. ყატარელს ძალიან უხარია გუნდის წარმატებები, მაგრამ დიდი ხანია თვალი ევროწარმატებაზე უჭირავს და სურს, რომ უკვე მომავალ სეზონში კლუბის მიღწევები საფრანგეთის მასშტაბებს გასცდეს.
"ეს კლუბის ისტორიაში საუკეთესო სეზონია. ძალიან ვამაყობთ იმით, რომ საფრანგეთის მასშტაბით, ოთხივე ტურნირი მოვიგეთ და აქამდე ასეთი რამ ერთ სეზონში არავის გაუკეთებია. ამიტომაც ისტორიაში შევედით. გვეამაყება საკუთარი ფეხბურთელებისა და ფანების. ახლა კი ჩვენი ძირითადი მიზანი და მთავარი ოცნება, რომელზეც ყოველდღე ვმუშაობთ, უნდა ავიხდინოთ - ეს ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამას მართლაც სერიოზული მუშაობა და დრო სჭირდება.
მაგალითად, "ჩელსის" 10 წელი დასჭირდა. უფრო და უფრო ვუმატებთ, მათ შორის, ლიგაზეც, სადაც ამჯერად სწორედ "ჩელსის" ვაჯობეთ. ახლა კი გუნდი კვლავაც უკეთესობისკენ უნდა შევცვალოთ. დანარჩენი ლორან ბლანს მივანდოთ" - თქვა ყატარელმა.
"ამაზე უკეთ ვერ ითამაშებ. გასულ სეზონში საფრანგეთში ყველაფერი მოვიგეთ და ამით ვამაყობთ. ცოტა გადავიღალეთ, მაგრამ მთავარია, მიზანს მივაღწიეთ და ისეთი რამ შევძელით, რაც იქამდე არავის მოეხერხებინა. კიდევ ერთი, დამატებითი ტიტული შემდეგ სეზონში? დიახ, მე მეტი ტიტული მინდა!" - ამბობს ზლატან იბრაჰიმოვიჩი.
ედინსონ კავანი: "დიდებული სეზონი იყო, ისტორიული... ფეხბურთელებისთვის, კლუბისთვის, ფანებისთვის, მთლიანად ქალაქისთვის. პარიზი კმაყოფილი დარჩა, ისევე, როგორც თითოეული ჩვენგანი. ექსტრა ტიტული მოვიპოვეთ. ახლა კი ერთადერთი მიზანი დაგვრჩა - ყველაზე პრესტიჟული ტიტულის, ჩემპიონთა ლიგის მოგება".
"ზუსტად ეს გვინდოდა. ყველა მოგებულ ტურნირში ფავორიტებად ვითვლებოდით, მაგრამ გამარჯვება ადვილი არასდროსაა და ევროპაში ძალიან ცოტა გუნდს თუ მოუხერხებია ერთ სეზონში ყველა ტიტულის მოხვეჭა, ეს არც ისე ხშირი შემთხვევაა. ახლა ჩვენ ისტორიაში შევედით და ამის გააზრებას, შესაძლოა, ცოტა დროც კი დასჭირდეს" - განაცხადა პარიზელების იტალიელმა მეკარემ, სალვატორე სირიგუმ.
დავიდ ლუისი: "ტიტულის მოგება ადვილი არასდროს არ არის, ჩვენ კი ოთხი მოვიპოვეთ, რაც ჩინებულია. იმედი მაქვს, შემდეგ სეზონშიც იმავე შემადგენლობით ვიქნებით ან უფრო გავძლიერდებით. შემართება ნამდვილად არ გვაკლია და ისევ გამარჯვებებისთვის ვიბრძოლებთ. მეც ვიზიარებ დანარჩენების პოზიციასა და ოცნებას - ყველას გვსურს ჩემპიონთა ლიგის მოგება".
"ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ იმით, რომ პსჟ-ში ვთამაშობ. ეს გუნდი ნებისმიერ ტურნირზე რაღაც გამორჩეულს აკეთებს და შევეცდებით, ასევე გავაგრძელოთ. ჩემი აზრით, სწორ გზაზე ვართ. ერთადერთი, ჩემპიონთა ლიგა გვაკლია და მის მოსაგებადაც ვიბრძოლებთ" - თქვა ბრაზილიელმა ლუკასმა.
"საუცხოო სეზონი ჩავატარეთ და ისტორია დავწერეთ, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ და გავიხაროთ. საფრანგეთის თასი ტკბილი ლუკმა იყო. ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან ეს ტიტული პირველად მოვიგე! ახლა კი ცოტას დავისვენებთ და უკვე მომავალი სეზონისთვის უნდა დავიწყოთ მზადება" - ეს კი ბლეზ მატუიდის სიტყვებია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"