ლიგა 1: მარსელო ბიელსა პირველივე ტურში გადადგა

AutoSharing Option
8 აგვისტოს საფრანგეთის ლიგა 1-ის I ტურის 6 მატჩი გაიმართა.

ხმაურით დაიწყო საფრანგეთის პირველობა - უკვე პირველივე ტურში დამარცხდა ერთ-ერთი ფავორიტი "მარსელი", რომელმაც შინ 0:1 დათმო "კაენთან". პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი ანდი დელორტმა გაიტანა.

თამაშის შემდეგ გადადგომის შესახებ გამოაცხადა "მარსელის" 60 წლის არგენტინელმა თავკაცმა მარსელ ბიელსამ.

"მადლობა "მარსელის" გულშემატკივრებს, თუმცა ჩემი მუშაობა საფრანგეთში დასრულებულია, თანამდებობიდან გადავდექი და სამშობლოში ვბრუნდები", - განაცხადა ბიელსამ, რომელიც "მარსელი" ზუსტად 1 წლის წინ ჩაიბარა.

შეგახსენებთ, რომ წინა დღით გამარჯვებით დაიწყო ჩემპიონატი ჩემპიონმა "პარი სენ-ჟერმენმა", რომელმაც
სტუმრად 10 კაცით დაამარცხა "ლილი" - 1:0.

დღეს, 9 აგვისტოს, ჯაბა კანკავას მომავალი გუნდი "რეიმსი" სტუმრად "ბორდოს" ეთამაშება.

ბასტია-რენი 2:1
გოლები: 0:1 სიო (39), 1:1 აიტე (50), 2:1 კამანო (69)
გაძევება: ბრანდაო (78. ბასტია)

მარსელი-კაენი 0:1
გოლი: 0:1 დელორტი (27)

მონპელიე-ანჟერი 0:2
გოლები: 0:1ა. კამარა (4), 0:2 სუნუ (79)

ნანტი-გენგამი 1:0
გოლი: 1:0 სორბონი (89. ს.კ.)

ნიცა-მონაკო 1:2
გოლები: 1:0 ჟერმენი (7), 1:1 ბ. სილვა (51), 1:2 კურზავა (62)
გაძევება: ბოსკალი (45. ნიცა)

ტრუა-გაზ. აიაჩო 0:0.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული