იურგენ კლოპმა "მარსელის" გაწვრთნაზე უარი თქვა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა უარი თქვა "მარსელის" გაწვრთნაზე. ამის შესახებ Bild-ი იუწყება.

წყაროს ცნობით, ფრანგული კლუბისთვის გერმანელი სპეციალისტის უარის მიზეზი ისაა, რომ დორტმუნდიდან წასვლის შემდეგ კლოპმა კარიერაში პაუზის აღება გადაწყვიტა.

"მარსელის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მარსელო ბიელსამ ლიგა 1-ის პირველსავე ტურში, "კანთან" შინ წაგებული მატჩის (0:1) შემდეგ პოსტი დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული