ლიგა 1. XI ტურის წინ: მწვანე არმიის წინააღმდეგ

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენი", რომელიც ერთპიროვნულად ლიდერობს, დედაქალაქში "სენტ ეტიენს" შეებმება. ლორან ბლანის გუნდი ფავორიტია, მაგრამ "მწვანეები" თავისას შეეცდებიან.

კრისტოფ გალტიეს ბიჭებს 8 მატჩია, პარიზელები არ დაუმარცხებიათ და უკანასკნელი 5 შეხვედრიდან 4-ში გოლიც კი არ გაუტანიათ პსჟ-სთვის. "სენტ ეტიენი" წლებია, წვალობს და სამეულში მოხვედრას ცდილობს და თუ ეს რეალურად სურს, ასეთ მატჩებში ქულების აღება უნდა ისწავლოს.

თუნდაც ფრე, სტუმრებისთვის მშვენიერი შედეგი იქნებოდა. მეორე მხრივ, ცხადია, ძალიან ძნელია ზლატან იბრაჰიმოვიჩს, ედინსონ კავანის, ესეკიელ ლავესის, ლუკასს, ანხელ დი მარიასა და სხვებს გაუძლო.

"ნიცა" ისევ
შეუჩერებელია და ზედიზედ ოთხი მოგება აქვს. კლოდ პუელის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონას "ეთამაშება" და კარგი შანსი აქვს, წარმატებული სერია გააგრძელოს, რადგან გაჭირვებულ "გაზელეკ აიაჩოს" ხვდება.

კიდევ ერთი მოუგებელი გუნდი "ტრუა" "ბორდოს" სტუმრობს და ჟირონდელებმა ეგებ ამჯერად მაინც მოიგონ, თორემ ისინი ძალიან, ძალიან ჩამორჩნენ.

"ანჟერი" მოულოდნელად ისევ მეორე ადგილზეა, გუნდს 10 ტურში მხოლოდ 1 მარცხი აქვს და ახლა "გენგამის" წაქცევას შეეცდება, რომელსაც 3 ტურია, არ წაუგია.

ასევე მაღლა მყოფი "კაენი" გამოღვიძებულ "ნანტს" მასპინძლობს, რომელსაც მიყოლებით ორი მოგება აქვს.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე წარუმატებლად თამაშისგან მოძალებული დარდის გაქარვებას "ლიონი" საკუთარ "ჟერლანზე", "ტულუზთან" შეეცდება.

ბრეტანული დერბი იქნება "ლორიანსა" და "რენს" შორის, თანაც ორივე გუნდი ნორმალურ ფორმაშია.

ფორმაში არ არიან "ლილი" და "მარსელი", მაგრამ მათი პრინციპული დაპირისპირებაც დიდ ინტერესს იწვევს. "მონაკო" კი ჯაბა კანკავას "რეიმსს" სტუმრობს და საინტერესო დუელს ველოდებით.

ლიგა 1. XI ტური
23 ოქტომბერი
კაენი-ნანტი 20:30
ლიონი-ტულუზი 22:30

24 ოქტომბერი
ლორიანი-რენი 19:00
ანჟერი-გენგამი 22:00
გაზ. აიაჩო-ნიცა 22:00
მონპელიე-ბასტია 22:00

25 ოქტომბერი
რეიმსი-მონაკო 17:00
ბორდო-ტრუა 20:00
ლილი-მარსელი 20:00
პსჟ-სტ. ეტიენი 00:00

ბომბარდირები: 7 - მიში ბატშუაი (მარსელი), ატემ ბენ არფა (ნიცა); 6 - ედინსონ კავანი (პსჟ), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 5 - მარტინ ბრეიტვეიტი (ტულუზი), ბილე მუკანჯო (ლორიანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული