"პარი სენ-ჟერმენს" ჟოზე მოურინიო არ სურს

AutoSharing Option
ახალი მწვრთნელის ძიების შემთხვევაში, "პარი სენ-ჟერმენისთვის" ჟოზე მოურინიო არ იქნება პრიორიტეტული ვარიანტი.

მოქმედ მწვრთნელს, ლორან ბლანს კონტრაქტი შემდეგ ზაფხულს ეწურება, გახანგრძლივებაზე კი ჯერ შეთავაზება არ მიუღია.

როგორც "ეკიპი" იტყობინება, ბლანის მომავალს ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის გამოსვლა განაპირობებს.

იმ შემთხვევაში, თუ პსჟ ახალი მწვრთნელის ძიებას დაიწყებს, გუნდის ხელმძღვანელობას ჟოზე მოურინიო არ ენდომება, რადგან მათ ინტერესებში არ შედის მოურინიოს სათამაშო სტილი. ამას გარდა, პორტუგალიელს არ აქვს კარგი ურთიერთობა დავიდ ლუისთან.

პსჟ-ის მწვრთნელობის მთავარ კანდიდატებად ხოსეპ გვარდიოლა ("ბაიერნი"), არსენ ვენგერი ("არსენალი") და დიეგო სიმეონე
("ატლეტიკო") მოიაზრებიან.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გვარდიოლას შეუძლია პსჟ გუნდს დაამგვანოს...
ზ უ რ ა
17:06 02-11-2015
0
ვენგერი?! დიდ სისულელეს იზამენ...
levan
14:12 02-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული