საფრანგეთი-გერმანია 2:0 - ტერაქტები, მსხვერპლი და ქაოსი პარიზში [VIDEO]

AutoSharing Option
13 ნოემბერს, პარიზში მიმდინარე ამხანაგური მატჩის დროს, რომელშიც ერთმანეთს საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, ქვეყანაში ტერორისტული აქტების სერია განხორციელდა. რესტორნების, თეატრისა და სტადიონ "სტად დე ფრანსის" სიახლოვეს აფეთქებებსა და სროლას, ბოლო ინფორმაციით, ასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

"სტად დე-ფრანსზე", სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საფრანბგეთი-გერმანიის მატჩს ესწრებოდნენ, ტერორისტთა შეტევა რამდენჯერმე განხორციელდა. არენის შესასვლელთან ერთ-ერთ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით 2:0 დასრულდა, გულშემატკივრებს კი უსაფრთხოების მიზნით, სტადიონიდან კარგა ხანს არ უშვებდნენ.
სტუმართა გუნდმა მოედანი მხოლოდ სამი საათის შემდეგ დატოვა.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, გოლები ოლივიე ჟირუმ (45) და ანდრე პიერ-ჟინიაკმა (86) გაიტანეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გერმანიის ეროვნული ნაკრების თავკაცის იოაჰიმ ლიოვის განცხადებით, მისი ფეხბურთელები შოკში იყვნენ იმ აფეთქებების გამო, რომელიც "სტად დე ფრანსთან" ახლოს მოხდა.

"ჩვენ ყველანი შოკში ვართ. შეხვედრა მეორე პლანზე გადავიდა. მომხდარზე გასახდელში გვითხრეს. მოედანზე ყოფნაც საშიში იყო. თამაშამდე უკვე იყო ინფორმაცია ტერაქტის საშიშროების შესახებ იმ სასტუმროში, სადაც ჩვენი გუნდი ცხოვრობდა", - აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ევროპამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა როცა თავის დროზე მიიღეს მუსულმანები თავის ქვეყანაში და დღეს საფრანგეთი 65 მილიონიდან 10 მილიონი მუსულმანი ცხოვრობს საფრანგეთში.არ უნდა მიეღოთ რადგან მუსულმანები მათ ქუდს არასოდეს დაიხურავენ. .........! მშიერ-მწყურვალს დააპურებ, თავშესაფარს მისცემ და ასწავლი, გვერდში დაუდგები და როცა თვალებში გამოიხედება თავზე დაჯდომას მოინდომებს, თავით ადათ წესების მოხვევას. მეჩეთებს ხსნიან და თავიანთ გავლენას აძლიერებენ, სამაგიეროდ მუსულმანურ სამყაროში ეკლესიებს ანადგურებენ, ქრისტიანებს ავიწროვებენ!
vato
14:54 14-11-2015
0
100%-იტ მარტალს ამბობ,ასეა ნამდვილად,მატ სიკეტეს ვერ დაანახვებ,მატ სურტ მტელი ევროპა დაიპყრონ.ევროპამ დიდი სჰეცდომა დაუსჰვა რომ კარები ფარტოდ გაუგჰო
mari
06:28 15-11-2015
0

სიახლეები პოპულარული