ქარიმ ბენზემა: ვალბუენას შანტაჟის საქმეზე მე შუამავალი ვიყავი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ აღიარებითი ჩვენება მისცა "ლიონის" ფეხბურთელის, მატიე ვალბუენას შანტაჟის საქმეზე.

მისი თქმით, ის მატიე ვალბუენასა და ქარიმ ზენატის შორის შუამავლის სტატუსით გამოდიოდა.

"შუამავლის როლი უნდა შემესრულებინა და მატიე ვალბუენასა და ქარიმ ზენატის შორის კონტაქტი გამეადვილებინა.

დამწუხრებული ვარ, რადგან მე და ზენატი ძალიან ახლო მეგობრები ვართ. მე მასზე ვზრუნავდი, როცა ის ციხეში იყო და როცა გათავისუფლდა, მაშინაც.

ზენატის ვესაუბრე (6 ოქტომბერს) იმაზე, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ვალბუენას ამ ყველაფერზე. მატიემ განაცხადა, რომ არ გადაიხდიდა. ზენატისთვის ფულის მიტანა
ჩემი მიზანი არ იყო, ამაზე არ ვფიქრობდი.

სიმართლე გითხრათ, შოკში ვარ იმის გამო, რაც ხდება", - თქვა ბენზემამ.

მომზადებულია L’Equipe-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
მარსელში დაბადებულ გაზრდილი კველა ეგეთია არაბებს ვგულისხმობ
Emigranti
14:44 17-11-2015
0
რეალი ჩემი საყვარელი კლუბია, მაგრამ რატომღაც სულ ვაგინებდი ბენზემას და მოურინიოს, თურმე გული მიგრძნობდა))))
llcl
07:36 17-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული