"პარი სენ-ჟერმენი" ერთი თავით მაღლა დგას კონკურენტებზე - ეს "ლორიანთან" მატჩშიც დამტკიცდა, რომელიც პსჟ-მ 2:1 მოიგო სტუმრად.
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მეასედ ითამაშა ლიგა 1-ში და თავი ერთი საგოლე პასით გამოიჩინა. 100 მატჩში იბრას ანგარიშზე 84 გოლია.
პსჟ მეორე ადგილზე მყოფ "ლიონს" 13 ქულით უსწრებს.
ჯაბა კანკავამ 90 წუთი ითამაშა, მაგრამ მისი "რეიმსი" კვლავ დამარცხდა, ამჯერად შამპანის გუნდმა 1:3 დათმო "მონპელიესთან" შეხვედრაში. ეს "რეიმსის" ზედიზედ მე-6 მარცხია ჩემპიონატში.
ლორიანი-პსჟ 1:2
გენგამი-ტულუზი 2:0
გოლები: 1:0 პრივატი (59), 2:0 სალიბური (70)
გაძევება: კანა-ბიიკი (86. ტულუზი)
მონაკო-ნანტი 1:0
გოლი: 1:0 პაშალიჩი (43)
მონპელიე-რეიმსი 3:1
გოლები: 0:1 ვებერი (12), 1:1 იატაბარე (21), 2:1 კამარა (69), 3:1 დაბო (84)
ტრუა-ლილი 1:1
გოლები: 0:1 ბენზია (9), 1:1 კოტენტენი (70)
1. პსჟ - 38 ქულა; 2. ლიონი - 25; 3. ნიცა - 24; 4. კაენი - 24; 5. მონაკო - 23.