საფრანგეთი სტუმარ ფანებს დეკემბრის შუა რიცხვებამდე ვერ მიიღებს

AutoSharing Option
საფრანგეთში სტუმარი გულშემატკივრის ჩასვლას დეკემბრის შუა რიცხვებამდე აკრძალავენ.

ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა L'equipe-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და უახლოეს პერიოდში გაახმოვანებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ყველა თამაშზე იმოქმედებს.

შედეგად, სტუმარი გულშემატკივრის გარეშე ჩაივლის ლიგა 1-ის მე-16-მე-18 ტურები, ლიგა 2-ის მე-17-მე-18 ტურები და ასევე, საფრანგეთის თასის შეხვედრები, რომელიც 5-6 დეკემბერს ჩატარდება.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში, რომელიც 8 დეკემბერს გაიმართება, საფრანგეთში თავის გუნდს ვერ დაეხმარებიან დონეცკის "შახტარის" გულშემატკივრები. 10 დეკემბერს  ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6
ტურში გულშემატკივრის გარეშე ყაზანის "რუბინი" და რომის "ლაციო" დარჩებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული