ლიგა 1. XV ტური: ჯაბა კანკავას პირველი ფრანგული გაძევება [VIDEO]

AutoSharing Option
28 ნოემბერს საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-15 ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

პსჟ-მ "ტრუას" უმასპინძლა და 4:1 მოიგო, თამაშამდე ფეხბურთელებმა პატივი მიაგეს ტერაქტის დროს დაღუპული 130 ადამიანის ხსოვნას. ეს პსჟ-ს ზედიზედ მე-9 გამარჯვება იყო ლიგა 1-ში. პარიზული კლუბი მესამე ადგილზე მყოფ "ლიონს" უკვე 16 ქულით უსწრებს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ტულუზის" მეკარე ალბან ლაფონი გახდა ლიგა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლკიპერი, "ნიცასთან" დებიუტისას ის 16 წლისა და 10 თვის იყო.

ჯაბა კანკავამ ვერ შეძლო "რენთან" თამაშის (2:2) ჩამთავრება, "რეიმსის" ქართველი ლეგიონერი 64-ე წუთზე მეორე
ყვითელი ბარათისთვის გააძევეს.

ეს 29 წლის ქართველის პირველი ფრანგული გაძევებაა. სხვათა შორის, მართალია, ჯაბა ხშირად იღებს ყვითელ ბარათებს, მაგრამ საკლუბო პირველობებზე ის ბოლოს 2009 წლის მარტში გააძევეს "დნიპრო"-"ილიჩივეცის" თამაშში, ანუ 6,5 წლის წინათ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პსჟ-ტრუა 4:1
გოლები: 1:0 კავანი (20), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (58-პენ), 3:0 კურზავა (67), 4:0 ოგუსტენი (84), 4:1 აიასე (91)

ანჟერი-ლილი 2:0
გოლები: 1:0 სუნუ (20), 2:0 ი. ტრაორე (25)
გაძევებაL: სიველი (68. ლილი)

ნანტი-ბასტია 0:0
გაძევება: ბედოია (92. ნანტი)

გაზ. აიაჩო-ლორიანი 1:1
გოლები: 1:0 ლარბი (18), 1:1 მუკანჯო (31-პენ)

რეიმსი-რენი 2:2
გოლები: 0:1 ბოგა (44), 1:1 მანდი (59), 2:1 დე პრევილი (67), 2:2 გროსიცკი (81)
გაძევება: კანკავა (64. რეიმსი)

ტულუზი-ნიცა 2:0
გოლები: 1:0 ბრაიტვაიტი (31-პენ), 2:0 ბენ იედერი (58)
გაძევება: ჰასენი (29. ნიცა)

1. პსჟ - 41 ქულა; 2. ანჟერი - 26; 3. ლიონი - 25; 4. კაენი - 25; ნიცა - 24.

 

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამან უკვე აურია
დიტო
11:02 29-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული