ქარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს

AutoSharing Option
გუშინ, 10 დეკემბერს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ პრესკონფერენცია გამართა.

მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა, ე.წ. ვალბუენას საქმე იყო. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველ მატიო ვალბუენას პირადი ხასიათის ვიდეოს გამოქვეყნებით აშანტაჟებდნენ, ხოლო ამ შანტაჟში მონაწილეობაზე ეჭვმიტანილი "რეალის" ფორვარდი ქარიმ ბენზემაა.

"ვალბუენა ამ საქმეში მსხვერპლია. ამიტომაც მას ეროვნულ გუნდში არანაირი პრობლემა არ შეექმნება. მას შეუძლია გუნდში თამაში. რაც შეეხება ბენზემას... ქარიმი კარგი ბიჭია, მაგრამ ცუდ გარემოცვაში გაიზარდა და ძველ მეგობრებს თავი ვერ დააღწია. ჩვენ გადავწყვიტეთ, ბენზემა საფრანგეთის ნაკრებს ჩამოვაშოროთ.

ეს ფედერაციის გადაწყვეტილებაა და არა მწვრთნელის, თუმცა მწვრთნელმა ეს გადაწყვეტილება გაგებით მიიღო", - განაცხადა ფრანგთა საფეხბურთო ჩინოსანმა.

ქარიმ ბენზემა განუსაზღვრელი ვადით არის ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთილი და თუ ზაფხულამდე არაფერი შეიცვალა, ბენზემა ევრო 2016-ს გამოტოვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვეთანხმები გადაწყვეტილებას, ასეთი არაკაცი ნაკრებში კი არა არცერთ გუნდში არ უნდა ათამაშო
levan
09:59 11-12-2015
0
საქართველოს მოქალაქეობაზე რა აზრის იქნება
zviadi
11:14 11-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული