კაენელთა დარად და შეიძლება უფრო მეტადაც გვაოცებს "ანჟერი", რომელიც მძიმედ მოთამაშე "ბორდოს" მასპინძლობს. ჯაბა კანკავა და მისი მეგობრები ლიგა 1-ის ერთ-ერთ ყველაზე არაპროგნოზირებად და არასტაბილურ კლუბ "ნიცას" შეებმებიან. რეიმსელებს საკმაო ხანია, შინ არ მოუგიათ და ეიმედებათ, რომ ეს სერია სწორედ ახლა შეწყდება. ინტერესმოკლებული არც "ველოდრომზე" "გაზელეკ აიაჩოს" ვიზიტია. უსახური სტარტის შემდეგ კორსიკელებმა მიჯრით შვიდი ტური წაუგებლად ჩაატარეს და
"ლუი მეორეზე" "მონაკო" "სენტ ეტიენს" შეხვდება. მონეგასკები "მწვანეებს" ორი ქულით უსწრებენ და ორივენი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან. ლეონარდო ჟარდიმის გუნდი უკეთეს ფორმაში ჩანს, პორტუგალიელმა თითქოს, გუნდს კრიზისი გადაალახინა.
წერტილი "პარკ დე პრენსზე" დაისმება, სადაც "პარი სენ-ჟერმენი", რომელსაც ბევრი უკვე ულოცავს ჩემპიონობას, ალბათ, არ დაინდობს "ლიონს", რომელიც პარიზელთა ერთ-ერთი მთავარ კონკურენტად წარმოგვედგინა წარმატებული სეზონის მერე, მაგრამ უბერ ფურნიეს ბიჭები დედაქალაქელებს უკვე 19 (!) ქულით ჩამორჩებიან.
ლიონელები ძალიან ცუდ ფორმაში არიან. ერთი ის შეძლეს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ტურში სტუმრად "ვალენსიას" მოუგეს და კარი გაიჯახუნეს, თორემ მაინც ბოლოზე გავიდნენ. ლიგა თებერვლამდე პსჟ-საც აღარ შეაწუხებს, რაც საფრანგეთში მისი კონკურენტებისთვის არც ისე კარგი ამბავია, რადგან იქამდე ლორან ბლანის გუნდი მთელ ყურადღებას საშინაო არენაზე გადმოიტანს.
სხვათა შორის, ლიგა 1-ში პსჟ-ს "ლიონი" 3 მატჩია, არ დაუმარცხებია - წინა სეზონის ორივე თამაში 1:1 დასრულდა, ხოლო იქამდე ლიონელებმა თავიანთ "ჟერლანზე" 2:0 იმარჯვეს.
11 დეკემბერი
რენი-კაენი 23:30
12 დეკემბერი
რეიმსი-ნიცა 19:00
ტრუა-ბასტია 23:00
ნანტი-ტულუზი 23:00
ლილი-ლორიანი 23:00
მონპელიე-გენგამი 23:00
13 დეკემბერი
მონაკო-სტ. ეტიენი 17:00
ანჟერი-ბორდო 20:00
მარსელი-გაზ. აიაჩო 20:00
პსჟ-ლიონი 00:00
ბომბარდირები: 12 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 11 - ბილე მუკანჯო (ლორიანი); 10 - მიში ბატშუაი (მარსელი); 9 - ედინსონ კავანი (პსჟ); 7 - ატემ ბენ არფა (ნიცა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"