ლიგა 1. XIX ტური: "პარი სენ-ჟერმენი" 19 ქულით გაიქცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 დეკემბერს საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

"პარი სენ-ჟერმენმა" I წრე 19-დან 16 მოგებით და 3 ფრით დაასრულა. პსჟ-მ სტუმრად "კაენს" 3:0 მოუგო, ანხელ დი მარიამ დუბლი შეასრულა, ხოლო ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სეზონში მე-15 გოლი გაიტანა.

ჯაბა კანკავას "რეიმსმა" "ბასტიასთან" 0:2 წააგო, ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა. "რეიმსი" 21 ქულით მე-17 ადგილზეა.

კაენი-პსჟ 0:3
გოლები: 0:1 დი მარია (16), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (36), 0:3 დი მარია (50)
შენიშვნა: დელორმა (კაენი) ვერ გაიტანა პენალტი (84)

გენგამი-რენი 0:2
გოლები: 0:1 ო. დემბელე
(63), 0:2 სიო (77)

ტრუა-მონაკო 0:0
გაძევება: მ. დაბო (4. ტრუა)
შენიშვნა: ლ. ტრაორემ (მონაკო) პენალტი ვერ გაიტანა (5)

ლორიანი-ნანტი 0:0

ბასტია-რეიმსი 2:0
გოლები: 1:0 აიტე (21), 2:0 რომენი (79)

ტულუზი-ლილი 1:1
გოლები: 1:0 ბენ იედერი (11), 1:1 ბუფალი (87)
გაძევება: ტ. დუმბია (68. ტულუზი)

1. პსჟ - 51 ქულა; 2. მონაკო - 32; 3. ანჟერი - 31; 4. კაენი - 30; 5. ნიცა - 29.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული