ლიონელებმა უბერ ფურნიე გაუშვეს. ბრუნო ჟენესიომ მუშაობა საკმაოდ კარგად დაიწყო. თუმცა პირველი სერიოზული გამოცდა მას სწორედ "ჟოფრუა გიშარზე" ელის. პირველ წრეში "ლიონმა" "მწვანეებს" 3:0 მოუგო. ეს მთლიანად გუნდისთვისაც და კონკრეტულად ალექსანდრ ლაკაზეტისთვისაც სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო. ამ უკანასკნელმა ჰეთ თრიკი შეასრულა.
ასე
ბოლო 6 ურთიერთშეხვედრას თუ ავიღებთ, სრული თანაფარდობაა - ორ-ორი მოგება თითოეულს (თითო შინ და გასვლაზე) და ორიც ფრე.
თავხედურად მეორე ადგილზე დაბრუნებულ "ანჟერს" საგარეო შეხვედრა აქვს "ნიცასთან", რომელიც მოგების შემთხვევაში ანჟერელებთან სხვაობას ქულამდე შეამცირებს და ისე ჩანს, "ალიანც რივიერაზეც" კარგი ომი გველოდება.
"ტულუზმა" ცოტა კი გამოიღვიძა, მაგრამ იმაში არ უმართლებს, რომ მეტოქედ "პარი სენ-ჟერმენი" ეყოლება. ლორან ბლანის კავალერია ვერაფრით დაკმაყოფილდა. პარიზელებს უკვე 20-ქულიანი უპირატესობა აქვთ, მაგრამ კიდევ უფრო მადაზე მოდიან.
15 იანვარი
ნიცა-ანჟერი 23:30
16 იანვარი
ტულუზი-პსჟ 20:00
გენგამი-ნანტი 23:00
ტრუა-რენი 23:00
ბორდო-ლილი 23:00
გაზ. აიაჩო-რეიმსი 23:00
ბასტია-მონპელიე 23:00
17 იანვარი
ლორიანი-მონაკო 17:00
კაენი-მარსელი 20:00
სტ. ეტიენი-ლიონი 00:00
ბომბარდირები: 15 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 11 - ბილე მუკანჯო (ლორიანი), მიში ბატშუაი (მარსელი); 10 - ედინსონ კავანი (პსჟ); 7 - ატემ ბენ არფა (ნიცა), ვალერი ჟერმენი (ნიცა), ვისამ ბენ იედერი (ტულუზა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"