ჯაბა კანკავას "რეიმსი" აქტიურად მიექანება გასავარდნი ზონისკენ და მხოლოდ "ტულუზის" ცუდი თამაში შველის, მაგრამ დროა, რეიმსელებმა საქმეს თავად მიხედონ და სხვაზე აღარ იყვნენ დამოკიდებულნი.
უიღბლო სერიისთვის წერტილის დასმას ისინი "ანჟერთან" საშინაო თამაშში ეცდებიან. "ტულუზი" კი ამასობაში "ნიცას" სტუმრობს, რომელსაც ამ სეზონში დიდი ამბიციები აქვს და "ალიანც
"გენგამმა", წესით, მშვიდად უნდა მოუგოს გამოკვეთილ აუტსაიდერ "ტრუას" და ბრეტანელებს რაღაც პერიოდი მაინც ექნებათ თავი ქუდში. რთულად პროგნოზირებადი მატჩია "ლილსა" და "კაენს" შორის. ალბათ, ორივე გუნდი ჩახერგავს თავის კართან მისასვლელ ყველა გზას და მძიმე თამაში იქნება.
ამასობაში, "ლიონი" უკვე სამარცხვინოდ გამოიყურება და რეაბილიტაცია "ბორდოსთან" საშინაო შეხვედრით უნდა დაიწყოს. ჟირონდელებმა კი პირიქით, უკანასკნელ პერიოდში გამოიღვიძეს და ვილი სანიოლი "ჟერლანზე" მისხალს არ დათმობს.
რამის დათმობისა და ლმობიერების იმედი არ უნდა ჰქონდეს "ლორიანს". მერე რა, რომ "პარი სენ-ჟერმენს" ქულები აღარ სჭირდება და ჩემპიონთა ლიგაც მოახლოვდა. ლორან ბლანის ამალა ყველას მუსრს ავლებს, ვინც წინ ეღობება.
დაბოლოს, ევროზონისთვის მებრძოლი ორი გუნდი - "რენი" და "სენტ ეტიენი" ერთურთს "დე ლა რუტ დე ლორიანზე" შეებმება და ორივე მოსაგებად ითამაშებს, რადგან ქულა არც ერთისთვის იქნება დიდად გასახარი და სამყოფი.
2 თებერვალი
მონაკო-ბასტია 22:00
მონპელიე-მარსელი 00:00
3 თებერვალი
გენგამი-ტრუა 22:00
ნანტი-გაზ. აიაჩო 22:00
ლილი-კაენი 22:00
ნიცა-ტულუზი 22:00
ლიონი-ბორდო 22:00
რეიმსი-ანჟერი 22:00
პსჟ-ლორიანი 00:00
4 თებერვალი
რენი-სტ. ეტიენი 00:00
ბომბარდირები: 19 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 12 - მიში ბატშუაი (მარსელი); 11 - ბილე მუკანჯო (ლორიანი); 10 - ედინსონ კავანი (პსჟ), ატემ ბენ არფა (ნიცა); 8 - ანხელ დი მარია (პსჟ), ვისამ ბენ იედერი (ტულუზი), ენდი დელორი (კაენი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"