ლიგა 1. XXV ტური: ჯაბა კანკავას "რეიმსი" კრიზისიდან გამოდის

AutoSharing Option
6 თებერვალს საფრანგეთის ლიგა 1-ის 25-ე ტურის 7 შეხვედრა გაიმართა.

მეორეადგილოსანმა "მონაკომ" მე-3 ადგილზე მყოფი "ნიცა" მიიღო და 1:0 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ტაიმი მონეგასკები 10 კაცით თამაშობდნენ, სწორედ მათ შეძლეს გატანა - 82-ე წუთზე ტიემუა ბაკაიოკომ გამარჯვების გოლი შეაგდო. ამით "მონაკომ" პსჟ-სთან სხვაობა 21 ქულამდე შეამცირა.

"ლიონმა" სტუმრად გაანადგურა მე-4 ადგილზე მყოფი "ანჟერი", გოლები ჟალემ, ღეზალმა და ტოლისომ გაიტანეს. მატიო ვალბუენას ანგარიშზე ერთი საგოლე პასია.

ჯაბა კანკავას "რეიმსმა" ზედიზედ მეორე თამაში მოიგო, ამჯერად სტუმრად "კაენი" 2:0 დაამარცხა. ქართველმა
(90 წუთი) ზედიზედ მეორე მატჩში მიიღო გაფრთხილება.

მონაკო-ნიცა 1:0
გოლი: 1:0 ტ. ბაკაიოკო (82)
გაძევება: დირარი (48. მონაკო)

ანჟერი-ლიონი 0:3
გოლები: 0:1 ჟალე (13), 0:2 ღეზალი (46), 0:3 ტოლისო (81)
გაძევება: მანგანი (16. ანჟერი)

ლორიანი-მონპელიე 1:1
გოლები: 0:1 ბერიგო (45), 1:1 კაბო (49)
გაძევება: ბელუგუ (37. ლორიანი)

გაზ. აიაჩო-გენგამი 0:0
გაძევება: მატისი (10. გენგამი)

ბასტია-ტრუა 2:0
გოლები: 1:0 აიტე (10), 2:0 აიტე (82-პენ)
გაძევება: ლეკა (48. ბასტია), პერეა (59. ტრუა), კამიუ (82. ტრუა)

კაენი-რეიმსი 0:2
გოლები: 0:1 ბიფუმა (20), 0:2 ონიანგე (63)

ტულუზი-ნანტი 0:0

1. პსჟ - 66 ქულა; 2. მონაკო - 45; 3. ნიცა - 39; 4. ანჟერი - 37; 5. ლიონი - 36.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული