"პარი სენ-ჟერმენი" "რეიმსს" დაუხვდება, რომელსაც იმის იმედი უნდა ჰქონდეს, რომ პარიზელები ფიქრებით ჯერ კიდევ "ჩელსისთან" ჩატარებულ მატჩზე არიან და საპასუხო შეხვედრისთვის აქედანვე ემზადებიან. თუ ლორან ბლანმა ძალები ცოტა დაზოგა, ვინ იცის, ჯაბა კანკავას გუნდს პრესტიჟული ქულის აღების შანსი მაინც მიეცეს.
"მონაკო" ბოლოადგილოსან "ტრუას" მასპინძლობს და მონეგასკებმა გამოკვეთილ აუტსაიდერთან ქულების დაკარგვა არ უნდა დაუშვან. აი, "ტულუზი" კი, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს გადარჩენის რეალური შანსი და ფაფხურობს, კრიზისში მყოფ "გაზელეკ აიაჩოს" მასპინძლობს, რომელიც 6 ქულით უსწრებს და ეს მატჩიც 6-ქულიანია.
არაფერი დაეწუნება "მარსელი"-"სენტ ეტიენის" შეხვედრასაც. ორი ამბიციური, ტიტულოვანი და თავგადასავლების მაძიებელი გუნდი ერთმანეთს "ჟოფრუა გიშარზე" ხვდება. მარსელელებს შანსი აქვთ, ევროზონასთან სხვაობა შეამცირონ, ხოლო "მწვანეები" სანუკვარი სამეულის კარის შეღებას ლამობენ.
აქვე აღვნიშნოთ ისიც, რომ "ბასტიას" და დიდი ხნის განმავლობაში წაუგებლად მყოფი "ნანტის" მატჩი, რომელიც, წესით, 20 თებერვალს უნდა გამართულიყო, 9 მარტისთვის გადაიდო. ამის მიზეზი ის არის, რომ ბოლო პერიოდში "ბასტიას" ფანები საკმაოდ აგრესიულები იყვნენ და "რეიმსთან" მატჩამდეც და მატჩის შემდეგაც მათ სამართალდამცველებთან შელაპარაკება მოუვიდათ, იყო "მოლოტოვის კოქტეილებიც" და დიდი აურზაური.
შესაბამისად, უსაფრთხოების მიზნით ამ თამაშის გადადება გადაწყდა.
19 თებერვალი
ბორდო-ნიცა 23:30
20 თებერვალი
პსჟ-რეიმსი 20:00
ანჟერი-მონპელიე 23:00
მონაკო-ტრუა 23:00
ლორიანი-გენგამი 23:00
ტულუზი-გაზ. აიაჩო 23:00
21 თებერვალი
მარსელი-სტ. ეტიენი 17:00
კაენი-რენი 20:00
ლილი-ლიონი 00:00
26 თებერვალი
ბასტია-ნანტი
ბომბარდირები: 21 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 12 - მიში ბატშუაი (მარსელი), ბილე მუკანჯო (ლორიანი); 11 - ედინსონ კავანი (პსჟ), ატემ ბენ არფა (ნიცა); 10 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"