ქარიმ ბენზემას მატიო ვალბუენასთან კონტაქტის უფლება მისცეს

AutoSharing Option
დაშანტაჟების საქმის განმხილველმა გამოძიებამ ქარიმ ბენზემას მატიო ვალბუენასთან ურთიერთობის ნება დართო.

საქმის აღძვრის შემდეგ "რეალის" ფრანგ ფორვარდს სასამართლოს ძალით აუკრძალეს ყოველგვარი კონტაქტი დაზარალებულთან. ახლა კი ეს აკრძალვა, როგორც ჩანს, აქტუალური აღარ არის.

შეგახსენებთ, რომ ბენზემას ვალბუენას დაშანტაჟებაში შუამავლის როლს აბრალებენ, რასაც "რეალის" ვარსკვლავი ნაწილობრივ აღიარებს კიდევაც. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ბენზემა განუსაზღვრელი ვადით ჩამოაშორა ეროვნულ ნაკრებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული