საქმის აღძვრის შემდეგ "რეალის" ფრანგ ფორვარდს სასამართლოს ძალით აუკრძალეს ყოველგვარი კონტაქტი დაზარალებულთან. ახლა კი ეს აკრძალვა, როგორც ჩანს, აქტუალური აღარ არის.
შეგახსენებთ, რომ ბენზემას ვალბუენას დაშანტაჟებაში შუამავლის როლს აბრალებენ, რასაც "რეალის" ვარსკვლავი ნაწილობრივ აღიარებს კიდევაც. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ბენზემა განუსაზღვრელი ვადით ჩამოაშორა ეროვნულ ნაკრებს.