11:01 05-03-2016
ლიგა 1. XXIX ტური: "კაენი" და "მონაკო" დაზავდნენ [VIDEO]
AutoSharing Option
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში სტუმრებმა 56-ე წუთზე, ტომა ლემარის ზუსტი დარტყმით გახსნეს. მასპინძლებმა კი გათანაბრება 64-ე წუთზე, 11-მეტრიანით შეძლეს - გოლი ჟულიენ ფერემ გაიტანა. აქედან ხუთ წუთში "მონაკო" კვლავ დაწინაურდა - საკუთარ კარში ბურთი ალედინ იაჰიამ ჩაჭრა. "კაენი" წაგებისგან კრისტიან კუაკუმ იხსნა, რომელმაც 90-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
"მონაკო" 51 ქულით ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, მესამე კი "კაენია", 43 ქულით. 73 ქულა აქვს ლიდერ "პარი სენ-ჟერმენს".
ტურის დანარჩენი მატჩები 5 და 6 მარტს გაიმართება. დღეს ითამაშებს ჯაბა კანკავას გუნდი "რეიმსი", რომელიც სტუმრად "ლილს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული