ლიგა 1. XXX ტური: პსჟ უკვე ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენი" ლიგა 1-ს რომ მოიგებდა, ეს ლამის სეზონის დაწყებამდე ვიცოდით, მაგრამ ეს თუ ასე ადრე და ასე შთამბეჭდავად მოხდებოდა, ალბათ, მაინც ცოტას თუ წარმოედგინა.

ლორან ბლანის უმოწყალო და დაუნდობელმა "მონსტრმა" ბედკრული "ტრუა" არ დაინდო და იმის აღწერა, რაც მეტოქეს დამართა, უკვე აღარ გამოდის, რადგან საქმეში ცენზურა ერთვება. ამიტომ უბრალოდ ვთქვათ, რომ მატჩი 0:9 დასრულდა. მარტო ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 4 გოლი გაიტანა და სულ 27 დაუგროვდა. მას თავისივე რეკორდის (27 გოლი) გაუმჯობესება შეუძლია.

"ჩვენ მართლაც შესანიშნავად ვითამაშეთ, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში და
ჩემპიონობა ლამაზად ვიზეიმეთ. ჩემი ფეხბურთელებით ამაყი ვარ და ვულოცავ ტრიუმფს, მათ ეს დაიმსახურეს.

ასევე მადლობას ვუხდი და ვულოცავ გულშემატკივრებს. მართლაც შთამბეჭდავი ჩემპიონობა გამოგვივიდა, უკვე 30-ე ტურში პირველობის მოპოვება ადვილი არ არის და სიხარულის საფუძველი ნამდვილად გვაქვს, მაგრამ სეზონი ჯერ არ დასრულებულა" - განაცხადა ბლანმა.

პარიზელებმა რეკორდი ნაადრევი ჩემპიონობის კუთხითაც დაამყარეს. ისინი 8 ტურით ადრე, 30-ე ტურში გაჩემპიონდნენ. აქამდე ლიგა 1-ში რეკორდი ჟერარ ულიეს "მარსელს" ეკუთვნოდა, რომელიც 2006/07 წლების სეზონში 33-ე ტურში გახდა საფრანგეთის ჩემპიონი. ეს პსჟ-ის მიჯრით მეოთხე ტრიუმფია, სულ კი - მეექვსე.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვაგნერ ლავმა დუბლის გემო გაიხსენა, მაგრამ ვეტერანი ბრაზილიელისთვის სამწუხაროდ, "მონაკოს" ეს მოსაგებად არ ეყო და ჯაბა კანკავას "რეიმსმა" "ლუი მეორიდან" ქულა წაიღო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შედეგად, მონეგასკებს კიდევ უფრო მიუახლოვდნენ უახლოესი მდევრები "ნიცა" და "ლიონი", რომელიც "რუაზონ პარკზე" 0:2-ს იგებდა და ეს უპირატესობა უნდა შეენარჩუნებინა, მაგრამ რენელებმა ბოლომდე იბრძოლეს და ეს დაუფასდათ, ბოლოსკენ გათანაბრება მოახერხეს.

XXX ტური
მონაკო-რეიმსი 2:2
გოლები: 1:0 ვაგნერ ლავი (5), 1:1 შარბონიე (11), 2:1 ვაგნერ ლავი (38), 2:2 დიეგო (39)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ფაბინიო, უოლასი, რ. კარვალიო (83. ტრაორე), ელდერსონი - მოუტინიო, ტულალანი - ბერნარდო სილვა, ლემარი (86. ლოტენი), ელდერ კოშტა (63. ბაკაიოკო) - ვაგნერ ლავი

ლორიანი-მარსელი 1:1
გოლები: 1:0 უარისი (34), 1:1 ისლა (46)

გენგამი-სტ. ეტიენი 2:0
გოლები: 1:0 ბრიანი (7), 2:0 პრივატი (24)

გაზ. აიაჩო-კაენი 1:0
გოლი: 1:0 ბუტაიბი (70)

მონპელიე-ნიცა 0:2
გოლები: 0:1 ჟერმენი (61), 0:2 პლეა (76)

ბასტია-ლილი 1:2
გოლები: 0:1 ბუფალი (37), 0:2 ამადუ (59), 1:2 დანიკ (90+2)

ტულუზი-ბორდო 4:0
გოლები: 1:0 ბენ იედერი (5), 2:0 ბენ იედერი (50-პენ.), 3:0 ბრეიტვეიტი (86-პენ.), 4:0 ტრეხო (90)

ტრუა-პსჟ 0:9
გოლები: 0:1 კავანი (13), 0:2 პასტორე (17), 0:3 რაბიო (19), 0:4 იბრაჰიმოვიჩი (46), 0:5 იბრაჰიმოვიჩი (52), 0:6 იბრაჰიმოვიჩი (55), 0:7 სონიე (59. ს.კ-ში), 0:8 კავანი (75), 0:9 იბრაჰიმოვიჩი (88)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ვან დერ ვილი (46. მარკინიოსი), ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, კურზავა - პასტორე, სტამბული, რაბიო (61. მაქსველი) - დი მარია (61. ლუკასი), კავანი, იბრაჰიმოვიჩი
გაძევება: კარაბუ (74. ტრუა)

ნანტი-ანჟერი 2:0
გოლები: 1:0 სალა (49), 2:0 სალა (69)

რენი-ლიონი 2:2
გოლები: 0:1 გეზალი (33), 0:2 ლაკაზეტი (55), 1:2 დიანე (70), 2:2 ბოგა (82)
ლიონი (4-3-3): ანტონი ლოპეში - რაფაელი, კონე, უმტიტი, მორელი - ფერი (78. ტოლისო), გონალონი, დარდერი (78. გრენიე) - გეზალი, კორნიე, ლაკაზეტი

ბომბარდირები: 27 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 14 - ედინსონ კავანი (პსჟ); 13 - მიში ბატშუაი (მარსელი), ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 12 - ბილე მუკანჯო (ლორიანი), ვისამ ბენ იედერი (ტულუზი).

მომდევნო ტური
18 მარტი:
მარსელი-რენი

19 მარტი:
სტ. ეტიენი-მონპელიე, ანჟერი-ლორიანი, ლილი-ტულუზა, კაენი-ტრუა, რეიმსი-გენგამი, ლიონი-ნანტი

20 მარტი:
ბორდო-ბასტია, ნიცა-გაზ. აიაჩო, პსჟ-მონაკო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული