საფრანგეთის ნაკრები: ბენზემას და რიბერის ჯერ არ აბრუნებენ

AutoSharing Option
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მასპინძელ საფრანგეთის ნაკრებს 25 მარტს "ამსტერდამ არენაზე" ჰოლანდიასთან ელოდება ჭიდილი. 29 მარტს კი "მამლები" პარიზში "სტად დე ფრანსზე" რუსებს შეებმებიან. შესაბამისად, დიდიე დეშამმა ის ამალა გაგვიმხილა, რომელსაც ამ მატჩებზე იახლებს. ფრანგთა თავკაცმა არ დაუძახა ფრანკ რიბერის, რომელმაც ნაკრებში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. გრძელდება ქარიმ ბენზემას დისკვალიფიკაციაც.

ნაკრებში ერთი დებიუტანტია - ნ’გოლო კანტე. 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი მიმდინარე ინგლისის ჩემპიონატში შთამბეჭდავია და "ლესტერის" სენსაციური წარმატებების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. კანტემ, რომელსაც მალის ნაკრებშიც შეეძლო თამაში, ადგილი წაართვა მორგან შნედერლენს,
"მანჩესტერის" შუახაზელი ახლა საუკეთესო ფორმაში არ არის.

მეკარეები: უგო ლორისი (ტოტენჰემი), სტივ მანდანდა (მარსელი), ბენუა კოსტელი (რენი)

მცველები: პატრის ევრა (იუვენტუსი), ბაკარი სანია (სიტი), მამადუ სახო (ლივერპული), რაფაელ ვარანი (რეალი), ლორენ კოშელნი (არსენალი), კრისტოფ ჟალე (ლიონი), ლუკა დინი (რომა), ჟერემი მატიო (ბარსელონა)

ნახევარმცველები: იოან კაბაი (კრ. პალასი), ბლეზ მატუიდი (პსჟ), მუსა სისოკო (ნიუკასლი), ლასანა დიარა (მარსელი), პოლ პოგბა (იუვენტუსი), დიმიტრი პაიე (ვესტ ჰემი), ნ’გოლო კანტე (ლესტერი)

თავდამსხმელები: ოლივიე ჟირუ (არსენალი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ანდრე-პიერ ჟინიაკი (ტიგრესი), ანტონი მარსიალი (მანჩესტერი), კინგსლი კომანი (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული