საფრანგეთი-რუსეთის მატჩი სნაიპერებით ალყაშემორტყმულ სტადიონზე ჩატარდება

AutoSharing Option
29 მარტს, საფრანგეთისა და რუსეთის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩის დროს, რომელიც პარიზის სიახლოვეს, სენ-დენიში ჩატარდება, უსაფრთხოებაზე ფრანგული პოლიციის ელიტური ქვედანაყოფი იზრუნებს, სტადიონ "სტად დე ფრენსის" გარშემო კი სნაიპერები განლაგდებიან.

ამის შესახებ პარიზის საზოგადოებრივი წესრიგისა და ტრანსპორტის შტაბის უფროსის თანაშემწე ლორან სიმონინმა განაცხადა.

უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებს საფრანგეთის მთავრობამ ტერორისტული აქტების გამეორების საშიშროების გამო მიმართა. 2015 წლის 13 ნოემბერს სტადიონ "სტად დე ფრენსთან", სადაც ადგილობრივი ნაკრები გერმანიას ეთამაშებოდა, რამდენიმე აფეთქება მოხდა.  2016 წლის 22 მარტს კი ტერაქტები მეზობელ ბელგიაში განხორციელდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული