ლიგა 1. XXXII ტური: იბრა "ოქროს ბუცისთვის" იბრძვის, "ტრუა" გავარდა [VIDEO]

AutoSharing Option
პარიზში ზლატან-შოუ გრძელდება. იბრაჰიმოვიჩმა ჰეთ თრიკი შეასრულა და უკვე 30 გოლი უგროვდება. ეს პსჟ-ის მაისურით მისი საუკეთესო შედეგის (რომელიც პირველ სეზონში ჰქონდა) გამეორებაა. იგი "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლასაც აგრძელებს.

განსაკუთრებით ლამაზი იბრაჰიმოვიჩის საჯარიმო იყო, როდესაც მან უძლიერესად გაისროლა.

მოკლედ, დედაქალაქელებმა შედარებით გადახალისებული შეამდგენლობით კი ითამაშეს და ფიქრებით ჩემპიონთა ლიგაზე "სიტისთან" მომავალ მატჩშიც იყვნენ, მაგრამ მესამე ადგილისთვის მებრძოლი "ნიცა" მაინც არ დაინდეს.

"პარკ დე პრენსის" სტუმრებს ატემ ბენ არფას ულამაზესი გოლი არ ეყოთ.
"ბორდოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე თავისი სადებიუტო გამარჯვება იზეიმა ულრიხ
რამემ, თანაც ჟირონდელებმა "ლუი მეორეზე" მოუგეს "მონაკოს".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მონეგასკებთან სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირა და მე-3 ადგილს უკაკუნებს "რენი". ბრეტანელების რიგებში ისევ 18 წლის ვუნდერკინდმა უსმან დემბელემ გაიბრწყინა, რომელიც ამჯერად დუბლით გამოირჩა "რეიმსთან" შეხვედრაში, რომლის რიგებშიც ჯაბა კანკავას არ უთამაშია. ისე, კამილ გროსიცკისაც დავუფასოთ გოლს პლუს პასი.

მესამე საფეხურზე კი "ლიონმა" აინაცვლა, რომელიც კიდევ ერთ ბრეტანულ გუნდთან, "ლორიანთან" მარცხდებოდა, მაგრამ აბდულ მაჯიდ უორისის გოლს ალექსანდრ ლაკაზეტმა უპასუხა, რასაც გეზალის გოლი მოჰყვა. წერტილი კი იმავე ლაკაზეტმა დასვა.

"მარსელი" ისევ დამარცხდა. შეცვლაზე შესული მიში ბატშუაის გოლმა მიჩელის გუნდი "ბასტიასთან" მარცხისგან ვერ იხსნა. კორსიკაზევე "გაზელეკ აიაჩო" "სენტ ეტიენს" დანებდა, "მწვანეები" ევროსაგზურისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

"ტრუამ" ბოლო წამებამდე გაძლო "ანჟერთან", მაგრამ მაინც გაუშვა და ტრუელების ლიგა 2-ში დაქვეითებაც გაოფიციალურდა.

მონაკო-ბორდო 1:2
გოლები: 0:1 ტურე (45), 0:2 უნასი (56), 1:2 ჟულბერი (90+4 ს.კ.)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ფაბინიო, რაჯი, რ. კარვალიო ელდერსონი (57. კოენტრაო) - ბაკაიოკო (58. კარილიო), ტულალანი - ლემარი, ბერნარდო სილვა, ბალული (65. ლოტენი) - ვაგნერ ლავი

პსჟ-ნიცა 4:1
გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (15), 1:1 ბენ არფა (18), 2:1 იბრაჰიმოვიჩი (34), 3:1 დავიდ ლუისი (48), 4:1 იბრაჰიმოვიჩი (82)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - მარკინიოსი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მაქსველი - რაბიო, მატუიდი, ტიაგო მოტა (69. სტამბული) - ლუკასი (80. ნკუნკუ), ონჟენდა (69. კავანი), იბრაჰიმოვიჩი

გენგამი-მონპელიე 2:2
გოლები: 1:0 სალიბუ (5), 1:1 სანსონი (34), 2:1 სორბონი (47), 2:2 სანსონი (53)

ტრუა-ანჟერი 0:1
გოლი: დირსი (90+2)

გაზ. აიაჩო-სტ. ეტიენი 0:2
გოლები: 0:1 რუ (14), 0:2 თეოფილ-კატერინი (58)

რენი-რეიმსი 3:1
გოლები: 1:0 გროსიცკი (12), 2:0 დემბელე (15), 2:1 მანდი (59), 3:1 დემბელე (67)

ტულუზი-კაენი 2:0
გოლები: 1:0 როდლენი (30 ს.კ.), 2:0 ბრეიტვეიტი (85)

ნანტი-ლილი 0:3
გოლები: 0:1 ედერი (19), 0:2 სუნზუ (58), 0:3 ედერი (90+2)

ბასტია-მარსელი 2:1
გოლები: 1:0 რეკიკი (47 ს.კ.), 2:0 დანიკი (56-პენ), 2:1 ბატშუაი (77)

ლორიანი-ლიონი 1:3
გოლები: 1:0 უარისი (36), 1:1 ლაკაზეტი (44), 1:2 გეზალი (81), 1:3 ლაკაზეტი (84)
ლიონი (4-3-3): ანტონი ლოპეში - ჟალე, იანგა-მბივა, უმტიტი, მორელი (67. ბედიმო) - ტოლისო, ფერი, დარდერი (85. გრენიე) - გეზალი, კორნიე (76. ვალბუენა), ლაკაზეტი

ბომბარდირები: 30 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 16 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 14 - ედინსონ კავანი (პსჟ), მიში ბატშუაი (მარსელი); 13 - ატემ ბენ არფა (ნიცა); 12 - ბილე მუკანჯო (ლორიანი), ვისამ ბენ იედერი (ტულუზი), უსმან დემბელე (რენი)

მომდევნო ტური
8 აპრილი:
მონპელიე-ლიონი

9 აპრილი:
გენგამი-პსჟ, ანჟერი-გაზ. აიაჩო, სტ. ეტიენი-ტრუა, კაენი-ლორიანი, რეიმსი-ნანტი, ტულუზა-ბასტია

10 აპრილი:
ლილი-მონაკო, ნიცა-რენი, მარსელი-ბორდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული