42 წელს მიღწეული ყოფილი ფეხბურთელის თქმით, რომელმაც კარიერა 2012 წელს დაასრულა, 20 აპრილს პრესკონფერენციას გამართავს, სადაც დაწვრილებით ისაუბრებს თავისი გეგმების შესახებ.
ვილტორს თავის დროზე "რენში", "დეპორტივოში", "ბორდოში", "არსენალში", "ლიონში", "მეცსა" და "ნანტში" უთამაშია. საფრანგეთის ეროვნულ გუნდში მის ანგარიშზე 92 მატჩში გატანილი 26 გოლია.
"ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონე და გადავწყვიტე, რომ ფეხბურთში დავბრუნდე. დაწვრილებით კი ყველაფერს 20 აპრილს, პრესკონფერენციაზე მოგახსენებთ", - დაწერა ვილტორმა.