შესაბამისად, ქულები ორივე გუნდს სჭირდება და "ალიანც რივიერაზე" დიდი ბრძოლაც იქნება, მაგრამ მასპინძლები ფავორიტები არიან. ჯაბა კანკავა და მისი მეგობრები ყველაზე მეტად ნიცელთა მთავარ "ფანტაზისტას", ატემ ბენ არფას უნდა უფრთხოდნენ.
მსგავსი ტიპის თამაშია "ტულუზი"-"ლიონი". იმ სხვაობით, რომ ტულუზელებს ამდენი ნაწვალების წყალში ჩაყრა არ სურთ და სიმწრით შემცირებული სხვაობა ისევ რომ არ გაექცეთ, "ლიონთან" 3 ქულისთვის უნდა ითამაშონ, ლიონელები კი მე-3 ადგილის
"ლიონის" ბანაკში კი ალექსანდრ ლაკაზეტის ფორმაში შესვლა გამოვარჩიოთ.
"რენის" საევროსაგზურო ამბიციებს ბოლო ორ ტურში ორი მარცხით დიდი დარტყმა მიადგა, მაგრამ ბრეტანალებს კიდევ აქვთ შანსი და ის დარჩებათ, თუ საშინაო თამაშში "მონაკოს" დაამარცხებენ, რითაც მონეგასკებსაც დაეძაბებოდათ სიტუაცია.
ამასობაში, კორსიკული დერბია "გაზელეკ აიაჩოსა" და "ბასტიას" შორის. "გაზელეკს", "ბასტიასგან" განსხვავებით, გამარჯვება ძალიან, ძალიან სჭირდება, მაგრამ საჩუქარს არ უნდა დაელოდოს.
ვთქვათ "სენტ ეტიენზეც", რომელსაც ზედიზედ 4 მოგება აქვს და ამ მსვლელობის გაგრძელებას "ლორიანთან" შეეცდება. "მწვანეებს" სამეულში მოხვედრის შანსი ჯერ ბოლომდე არ დაუკარგავთ.
საფრანგეთის თასის ნახევარფინალში საბრალო "სოშოს" დამარცხებით გახარებული "მარსელი" ახლა "ნანტთან" საშინაო თამაშში ეცდება მოგებას, რაც საბოლოოდ დაამშვიდებს. იგივე გეგმა აქვს "მონპელიესთან" გაჭირვებულ "ტრუას", რომლის ძლევაც არ უნდა გაუჭირდეს.
22 აპრილი
ნიცა-რეიმსი 22:30
23 აპრილი
ტულუზი-ლიონი 19:30
24 აპრილი
მარსელი-ნანტი 16:00
სტ. ეტიენი-ლორიანი 19:00
გენგამი-კაენი 19:00
გაზ. აიაჩო-ბასტია 19:00
მონპელიე-ტრუა 19:00
რენე-მონაკო 23:00
ბომბარდირები: 32 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 17 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 16 - ატემ ბენ არფა (ნიცა); 15 - ედინსონ კავანი (პსჟ), ვისამ ბენ იედერი (ტულუზი), მიში ბატშუაი (მარსელი); 12 - ბილე მუკანჯო (ლორიანი), უსმან დემბელე (რენი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"